26
Dec
2018

როგორი იყო ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა მესტიაში

26 Dec 2018

მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ჰაწვალის ფერდობზე სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი გაიმართა სპეციალურ და გიგანტურ სლალომში. ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები მოეწყო მესტიაში, სადაც სტუმრებისთვის გაიმართა საგამოფენო სივრცე, ყინულის სკულპტურები, გაიმართა საახალწლო გამოფენა-ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქტები.მოეწყო დრამერების შოუ, ცეცხლოვანი შოუ. საღამოს, მსმენელის წინაშე სტეფანე წარდგა, live band-თან ერთად. ღონისძიებისთვის მოწვეული იყო DJ. მუსიკალური პროგრამის შემდეგ, ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

განხილვა