დიზაინისა და პროექტების მართვის კომპანია LSG Solutions, რომლის საქმიანობაც სხვადასხვა სექტორს — მრავალფუნქციურ სივრცეებს, უძრავ ქონებას, ჯანდაცვას, განათლებას, მრეწველობას, სავაჭრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას — მოიცავს, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არქიტექტურისა და დიზაინის ბრიტანულმა გამოცემამ — Dezeen ვრცელი სტატია მიუძღვნა მის მიერ დაპროექტებული მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტს.
ეს აღიარება განსაკუთრებით სიმბოლურია კომპანიისთვის, რომელიც 2025 წელს საქმიანობის ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. Dezeen-ში გამოქვეყნებული სტატია მკაფიოდ უსვამს ხაზს LSG Solutions-ის შემოქმედებით ხედვასა და პროფესიონალიზმს, რაც კომპანიას გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშედ აყალიბებს.
LSG Solutions-ის ძლიერი მხარეა დიზაინერული ხედვისა და ტექნიკური სიზუსტის შერწყმა, რაც უზრუნველყოფს ეფექტიანი, მდგრადი და მომხმარებელზე მორგებული შედეგების მიღწევას. მომავლისკენ ორიენტირებული მიდგომით, LSG Solutions აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს, მათ შორის BIM-ს, რაც დიზაინის პროცესში იძლევა გეგმარების, თანამშრომლობისა და ხარისხის კონტროლის ერთიან და გამართულ ჩარჩოს მთელი პროექტის განმავლობაში.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, როგორიცაა Dezeen, აფასებს ჩვენს საქმიანობას. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ძირითად მიზანს — შევქმნათ ინოვაციური, კონტექსტზე მორგებული და მდგრადი არქიტექტურული პროექტები. მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი ამ მისიის თვალსაჩინო მაგალითია — ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ფუნქციურობასთან ერთად, ორგანულად ერწყმის ადგილობრივ კულტურასა და ბუნებრივ გარემოს. განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ ეს წარმატება ჩვენს ხუთი წლის იუბილეს დაემთხვა, რაც, ვფიქრობ, უსვამს ხაზს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით და წინ უფრო დიდი მიღწევები გველოდება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს და ყველა პარტნიორს, ვინც ამ მნიშვნელოვან პროექტში თავისი წვლილი შეიტანა”, — აღნიშნა სოსო ბერიძემ, LSG Solutions-ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა.
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი გამოირჩევა არა მხოლოდ ფუნქციური გადაწყვეტილებებით, არამედ ღრმა სიმბოლიზმით — ის არქიტექტურულად აცოცხლებს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფიგურას, თამარ მეფეს. ტრადიციული ორნამენტების თანამედროვე ინტერპრეტაცია და ხის მასალის კონსტრუქციები ქმნის უნიკალურ ნაგებობას, რომელიც ორგანულად ერწყმის მესტიის ბუნებრივ ლანდშაფტსა და კულტურულ იდენტობას. პროექტი აერთიანებს ინოვაციას, ლოკალურ კონტექსტს და ეროვნული მემკვიდრეობისადმი დაფასებას, რაც მას საერთაშორისო დონეზეც განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

პროექტი შეირჩა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ორგანიზებული ეროვნული კონკურსით, რომელშიც 18 წამყვანი არქიტექტურული კომპანია მონაწილეობდა.
„სიმბოლურია, რომ თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალ ტერმინალს ქალი არქიტექტორი ჰყავს. დიზაინის მუშაობის პროცესში ჩვენი მთავარი შთაგონება თამარის საზეიმო სამოსი და ნაციონალური ორნამენტები იყო. შენობის დიზაინში გადმოტანილია მარგალიტის, ბრილიანტის ფორმები და ტრადიციული ჯვარედინი ნაკერები, რაც ხის კოჭოვან სტრუქტურებში, ფანჯრების გეომეტრიასა და დამხმარე ჩარჩოებში არის გადმოცემული. ამით იქმნება ძლიერი ვიზუალური და სიმბოლური კავშირი საქართველოს ისტორიასა და არქიტექტურულ მომავალს შორის,“ — განმარტა პროექტის მთავარმა არქიტექტორმა, ნინო გრიგოლაშვილმა.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი გამოირჩევა ღია, თავისუფალი გეგმარებით, რომელიც მოიცავს როგორც მოფრენის, ისე გამგზავრების ზონებს და გათვლილია მგზავრთა მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე. შენობის სახურავზე განთავსებული ე.წ. სქაილაითები უზრუნველყოფს შიდა და გარე სივრცეებს შორის არქიტექტურულ უწყვეტობას. ერთსართულიანი გეგმარება ღია განლაგებით ეფექტურად აერთიანებს ყველა ფუნქციურ ზონას. პროექტის განსაკუთრებული მახასიათებელია ფართო სარკმლები და ბუნებრივი განათება, რაც სივრცეს კიდევ უფრო დახვეწილსა და კომფორტულს ხდის.
პროექტის განხორციელება წელს დაიწყება.
[პარტნიორის კონტენტი]











