11
May
2018

ილონ მასკი, რიანა, ბელა ჰადიდი და სხვა ცნობილი ადამიანები Met Gala 2018-ისთვის! – Vogue-ის ექსტრავაგანტული ვიდეორგოლი

11 May 2018

Elit Electronics


რა მოხდება, როდესაც ტრადიციული Met Gala მოდას, უნიჭიერეს დიზაინერებსა და ცნობილ სახეებს ღამით მუზეუმში მოუყრის თავს? Vogue წლევანდელი ღონისძიების შთამბეჭდავ ვიდეორგოლს გვთავაზობს. კათოლიკური სტილი და მოდა, სწორედ ეს გახლდათ Met Gala-ს შთაგონება და მთავარი თემა, რომლის დამსახურებითაც წითელ ხალიჩაზე ცნობილი სახეები ორიგინალური საღამოს კაბებითა და კოსტუმებით იწონებდნენ თავს. საღამოს წამყვანები დიზაინერი დონატელა ვერსაჩე, ამალ კლუნი, ანა ვინტური და მომღერალი რიანა იყვნენ. ამ უკანასკნელმა ჩვეულ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და თავის მრავალფეროვან, ექსტრავაგანტულ იმიჯს ჯონ გალიანოს მიერ შექმნილი რომის პაპის ფორმაც შემატა.

 

განხილვა