in

Meta 3D ავატარს აუმჯობესებს!

ამ მიმართულებით Microsoft-მაც დაიწყო მუშაობა

საკუთარი თავის გამოხატვა და ემოციების გაზიარება სოციალურ ქსელებში, ემოჯებისა და ავატარის გამოყენებით შეგვიძლია. თუმცა იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოვხატოთ თავი ვირტუალურ სივრცეში, დღეს Meta 3D ავატარს აუმჯობესებს. მისი გამოყენება როგორც Facebook-ში, Messenger-სა და Instagram-ში, ისე მეტავერსშიც შეგეძლებათ. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ავატარის მეშვეობით  სამყაროში არსებულ მილიარდობით უნიკალურ ადამიანს უკეთ ასახავენ. ამისათვის სახის ახალ ფორმებსა და შშმ პირთათვის საჭირო საგნებს ამატებენ. 3D ავატარი ადამიანებს საშუალებას მისცემს ვირტუალურ სივრცეში ისეთები იყვნენ, როგორიც თავად სურთ. მეტიც, ფიქრობენ, რომ ეს მეტავერსის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

Facebook-ისა და Messenger-ის გარდა, 3D ავატარები Instagram Stories-ისა და DM-ებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. მათ გამოყენებას, როგორც პოსტებში, ისე პროფილის სურათებსა და პირადი მიმოწერის დროს შეძლებთ. თითოეული სოციალური ქსელისთვის სამი განსხვავებული ავატარის შექმნაა დასაშვები. ხოლო თუ ანგარიშების ცენტრს დააყენებთ და თქვენი ავატარის სინქრონიზაციას აირჩევთ, ფეისბუქსა და მესენჯერში  განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, ავტომატურად გამოჩნდება ინსტაგრამზეც  და პირიქით.

“მეტას” 3D ავატარით სარგებლობა საწყის ეტაპზე ამერიკაში, კანადასა და მექსიკაში იქნება შესაძლებელი. 

საინტერესოა, რომ Microsoft-მაც დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. დიზაინერმა ნანდო კოსტამ, განაცხადა, რომ კომპანია Windows 11-ის Emoji-ის 3D იერსახის შექმნაზე მუშაობს. ცვლილებები ზოგიერთ ემოჯიში უკვე შესამჩნევია — კომპანიამ მათ ნაოჭები და თმის სხვადასხვა ვარცხნილობა დაამატა.

მეცნიერებმა ხელოვნური კუნთები ადამიანის ცილებისგან შექმნეს

“ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ ოფიციალურად გაიხსნა