ჩათვალეთ, რომ ასე მეტა ახალგაზრდა მომხმარებლებს დაიცავს და მათთვის პლატფორმას მეტად უსაფრთხო სივრცედ აქცევს. ახალ AI ხელსაწყოს Adult Classifier-ის სახელით გვაცნობენ და მას იმ არასრულწლოვანების დადგენას ავალებენ, რომლებიც ცდილობენ, პლატფორმის ასაკობრივ შეზღუდვებს გვერდი აუარონ.
ახალი ხელსაწყოს ჩაშვება მომავალი წლისთვის იგეგმება. იგი ციფრული კვალის ანალიზის საშუალებით მუშაობს, რაც ხშირად მარტივად ამჟღავნებს მომხმარებლის ნამდვილ ასაკს. იმის ნაცვლად, რომ მითითებული ასაკი მიიჩნიოს მართებულად, ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის ქცევით შაბლონებს იკვლევს. მაგალითისთვის, ვისი გამომწერია, რომელი კონტენტი აინტერესებს, როგორ მისალოც ტექსტებს იღებს მეგობრებისგან დაბადების დღეზე და ა. შ.
ხოლო, როცა ტექნოლოგია მომხმარებელს თინეიჯერად მიიჩნევს, მათ ანგარიშსაც თინეიჯერის პროფილად ჩათვლის, რაც უფრო მეტ კონფიდენციალურობას ნიშნავს, შეზღუდული კონტაქტებითა და კონტენტით.
ამასთან, Meta-მ Yoti-ის ვერიფიკაციის კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაკის ვერიფიკაციისთვის ორი დაცული მეთოდი იარსებებს — პირველი, ოფიციალური ID-ის ატვირთვაა, მეორე კი, ვიდეო სელფის გადაღება. თუმცა აღსანიშნავია, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ვერიფიკაციის მიღების შემდეგ, ორივე პლატფორმა ვიდეოს წაშლის…
შესაძლოა, ახალი ხელსაწყო პრობლემას სრულად ვერ აგვარებდეს, მაგრამ Adult Classifier-ის არსებობა მიგვანიშნებს, რომ მეტა ჩვენთვის უსაფრთხო ონლაინ სივრცეების შექმნაზე ზრუნავს…