Meta-ს პლატფორმის დეველოპერები მუშაობენ საძიებო სისტემაზე, რომელიც Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის მომხმარებლებს მიაწვდის პასუხებს მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ამ სიახლის მიზანია შემცირდეს დამოკიდებულება ისეთ გარე წყაროებზე, როგორიცაა Google Search და Microsoft Bing. The Information-ის ცნობით, ეს ინფორმაცია უკავშირდება ახალ ამბებს, სპორტსა და აქციებს.
მარკეტინგული სააგენტო Outcomes Rocket-ის აღმასრულებელი დირექტორი სოლ მარკესი, Meta-ს გადაწყვეტილებას ადარებს Microsoft-ის პარტნიორობას OpenAI-სთან, როდესაც მან ეს მიდგომა Bing-ში დანერგა და მომხმარებლებს განსხვავებული გამოცდილების მიღება შესთავაზა. მისი თქმით, როდესაც Google-მა შექმნა თავისი ვერსია გენერაციული-ხელოვნური ინტელექტის ძიებისთვის, ყველაფერი შეიცვალა. ახლა, პასუხებს იღებთ ხელოვნური ინტელექტისგან, ნაცვლად იმისა, რომ Google-ში შეხვიდეთ ან საინფორმაციო სტატია ეძებოთ პასუხის მისაღებად.
მარკესის თქმით, ეს ცვლის მედიისა და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის სტრატეგიებს. Meta-ს ასეთი ცვლილება არის კომპანიის დამოუკიდებლობის ნაწილი მის პლატფორმებზე და მათ გარეთ. სოციალური მედიის ერთ-ერთი მიზანია მომხმარებლის პლატფორმაზე შენარჩუნება.
Meta-ს გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Meta AI-ს თითქმის 500 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მიაჩნია, რომ AI ასისტენტი სტაბილურად მიუყვება გზას წარმატებისკენ, რათა მსოფლიოში ყველაზე გამოყენებადი ასისტენტი გახდეს.
კომპანია რვა თვის განმავლობაში მუშაობდა ვებ-ინდექსირებაზე, Meta AI-ში ინდექსების ინტეგრაციის მიზნით.
გასულ ზაფხულს, Meta-მ საჯაროდ გამოაქვეყნა თავისი ვებ-ქროულინგის ტექნოლოგია. კომპანიის განმარტებით, ესაა Meta-ExternalAgent „ქროულერი“, რომელიც სწრაფად მოძრაობს ვებში ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლება ან პროდუქტების გაუმჯობესება კონტენტის პირდაპირი ინდექსირების გზით.
Meta-მ ასევე განაცხადა, რომ მისი AI ჩატბოტი გამოიყენებს Reuters-ის კონტენტს მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გასაცემად, რეალურ დროში ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების გარშემო. კომპანიებს არ გაუმჟღავნებიათ პარტნიორობის ფინანსური დეტალები.
აპრილში Meta-მ გამოუშვა Meta AI, რომელიც აგებულია Llama 3-ზე. ამ დროისათვის ის ხელმისაწვდომია უმეტეს ქვეყანაში Facebook-ზე, Instagram-ზე, WhatsApp-სა და Messenger-ზე.
წყარო: mediapost