Meta-ს უახლესი მოდელი Llama 3.1 405B ბევრ რაიმეს კი გვპირდება, მაგრამ ფიქრობენ, რომ მათ შორის გამორჩეული კიდევ ერთი ახალი გენერაციული AI მოდელია, რომელიც სელფის ფუნქციის უკან იმალება. ოდესმე გიოცნებიათ სუპერგმირობაზე? თუ ასეა, Meta AI ახლა ამის შესაძლებლობას მოგცემთ.
ამ მოდელს Imagine Yourself-ს უწოდებენ და იგი სურათებს ადამიანების ფოტოებზე დაფუძნებით ქმნის ან ისეთი ტექსტური მოთხოვნების, როგორიცაა, მაგალითად: „წარმომიდგინე მე სანაპიროზე“. მართალია, მეტას არ განუცხადებია, რომელ მონაცემთა ბაზაზე გაწვრთნა Imagine Yourself, მაგრამ, კომპანიის მტკიცებით, ისინი ყველაფერს სამართლიანად ასრულებენ.
ახალი რედაქტირების ხელსაწყოები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაამატონ ან წაშალონ, შეცვალონ ან დაარედაქტირონ ობიექტები მარტივი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე, მაგალითად შეუძლიათ, უბრალოდ უთხრან: „შეცვალე კატა“.
როგორც ჩანს, Meta AI თავად მარკმაც გამოცადა:
როგორც ვიგებთ, მალე მას Edit with AI ღილაკიც დაემატება, რაც პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს:
რაც შეეხება Imagine Me-ის სელფის ფუნქციის ხელმისაწვდომობას, ამჯერად ბეტა რეჟიმშია. შესაბამისად, იღბლიან მომხმარებლებს აქვთ საშუალება, მასთან საუბარი Imagine me ფრაზით დაიწყონ და შემდგომ „ოცნებებიც აისრულონ“. ჩვენ კი გვპირდებიან, რომ ეს მალე დამთავრდება და სელფის ფუნქციას თავადვე WhatsApp-ის, Instagram-ისა და Messenger-ის აპლიკაციებში გამოვცდით.