in

Meta-მ Made with AI-ის ნიშანი ჩაანაცვლა

M2

მას შემდეგ, რაც მეტამ ფოტოების მონიშვნა Made with AI იარლიყით დაიწყო, ფოტოგრაფები უკმაყოფილოები იყვნენ, რომ სოციალური ქსელი რეალურ ფოტოებსაც ადებდა ამ ნიშანს, იმ სურათებს, რომლებშიც უბრალოდ რედაქტირების ხელსაწყოები ჰქონდათ გამოყენებული. ბუნებრივია, ეს დაბნეულობას წარმოშობდა მომხმარებლებში, ამიტომ, გადაწყვიტეს, კონკრეტული ნიშნის სახელი მეტას ყველა პლატფორმაზე AI info-დ შეეცვალათ. 

კომპანიამაც აღიარა, რომ ადრე არსებული ნიშანი არ იყო მკაფიო მომხმარებლებისთვის, არ ეუბნებოდა, რომ, შესაძლოა, სურათი სულაც არ ყოფილიყო სრულად ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული…

ინდუსტრიაში სხვების მსგავსად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ნიშნები ყოველთვის არ შეესაბამებოდა ადამიანების მოლოდინებს და არ აწვდიდა მათ საჭირო კონტექსტს. მაგალითად ზოგიერთ კონტენტს, რომელიც მცირე მოდიფიკაციებს მოიცავდა AI-სგან, Made with AI-ს იარლიყი ენიჭებოდა, — აცხადებენ კომპანიაში.

თუმცა არ გეგონოთ, რომ მეტა AI-ის ფოტოებში გამოყენებისა და მათთვის ნიშნების მინიჭების დასადგენად არსებულ ტექნოლოგიას ცვლის. იგი კვლავ გამოიყენებს C2PA-სა და IPTC-ისგან ინფორმაციებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენების მონაცემებს შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ფოტოგრაფები გამოიყენებენ მაგალითად Adobe-ს ხელსაწყოს სურათზე ობიექტების წასაშლელად, მათ ფოტოებზე ახალი იარლიყი გამოჩნდება. მეტაში კი იმედოვნებენ, რომ ეს ადამიანებს უკეთ გააგებინებს, რომ სურათი სრულად AI-ის მიერ არ არის შექმნილი. 

მიუხედავად ამისა, ახალი ნიშანი კვლავ არ აგვარებს პრობლემას იმისა, რომ სრულად AI-ის მიერ გენერირებული ფოტოები, შესაძლოა, შეუმჩნევლად დარჩეს. არც იმას ეტყვის მომხმარებლებს, თუ რა დონის AI რედაქტირება გააკეთეს სურათზე… ამიტომ, მეტასა და სხვა სოციალურ ქსელებს სახელმძღვანელო წესების შედგენაზე მოუწევთ მუშაობა, რომლითაც საერთო სტანდარტებს დააწესებენ ფოტოგრაფებისთვის. მეორე მხრივ კი, ისეთმა კომპანიებმა, როგორიც Adobe-ა, უნდა გააფრთხილოს ფოტოგრაფები, რომ კონკრეტული ხელსაწყოს გამოყენებისას, შესაძლოა, მათ სურათზე AI იარლიყი გაჩნდეს.

 

კინცუგის ხელოვნება Oreo-ს შთაგონებად იქცა

Apple-მა iPhone X-სა და სხვა პროდუქტებს „ვინტაჟური“ უწოდა