in

Meta თავისი ყველა პროდუქტისთვის AI პერსონის შექმნას გეგმავს

veon
veon

მას შემდეგ, რაც მეტამ LLaMA გამოუშვა, ანუ მკვლევრების დასახმარებლად შექმნილი ყველაზე დიდი ენობრივი მოდელი, მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს სიახლეებით უბრუნდება. მისი თქმით, მეტა ქმნის ახალ, უმაღლესი დონის პროდუქტის ჯგუფს, რომელიც გენერაციულ AI-ზე იქნება ფოკუსირებული. გუნდის ერთ-ერთ მიზანს კი Meta-ს ყველა პროდუქტისთვის, Instagram-ისა და WhatsApp-ის ჩათვლით, AI პერსონების შექმნა წარმოადგენს. გამოდის, დროა Instagram-სა და მის მიღმა AI-სთან სასაუბროდ მოემზადოთ… 

მოკლე ვადებში ჩვენ ვფოკუსირდებით შემოქმედებითი და ექსპრესიული ხელსაწყოების შექმნაზე. გრძელ ვადებში კი AI პერსონების განვითარებაზე, რომლებიც ადამიანებს მრავალი გზით დაეხმარება. ვიკვლევთ ტექსტებს, როგორებიცაა Whatsapp-ისა და Messenger-ის ჩატები, სურათებს, როგორიცაა ინსტაგრამის ფილტრები და რეკლამის ფორმატები, ვიდეოსა და მულტიმოდალურ გამოცდილებებს. ბევრი ფუნდამენტური სამუშაო გვაქვს შესასრულებელი მანამ, სანამ ნამდვილ ფუტურისტულ გამოცდილებას მივიღებთ, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვარ ყველა იმ სიახლით, რომელსაც ამ გზაზე ვქმნით, — ვკითხულობთ ცუკერბერგის განცხადებაში. 

დიახ, როგორც ჩანს, AI პერსონებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ, თუმცა შემოქმედებითი და ექსპრესიული ხელსაწყოების შესახებ მაშინვე მოგიყვებით, როგორც კი ცნობილი გახდება… 

„ავტო გალერიმ“ 2022 წელს 215 ელექტრომობილი გაყიდა  

აშშ-ის 4 პრეზიდენტის დნმ-ს ღრმა კოსმოსში აგზავნიან — როგორია Celestis-ის მიზნები