in

Meta აყალიბებს AI პლატფორმას, რომელიც პროთეზების შექმნას გააადვილებს

ალბათ, თქვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Meta მუდმივად აფართოებს ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობებს. მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისში „უნივერსალური ენის მთარგმნელი“ და „კონსტრუქციის ბოტი“ დანერგა.

ახლა კი მარკ ზაკერბერგმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, კომპანიამ “MyoSuite” შექმნა — პლატფორმა, რომელსაც შეუძლია, კუნთოვანი სისტემის რეალისტური სიმულაციები 4000-ჯერ უფრო სწრაფად შექმნას, ვიდრე ამას თანამედროვე მაღალი დონის პროთეზები აკეთებს. ამასთან, AI მოდელს შეუძლია, ისეთი რთული მოძრაობების შესრულებაში ივარჯიშოს, როგორიცაა გასაღების გადატრიალება ან კალმის ხელში დაჭერა.

„ამ კვლევას შეუძლია, დააჩქაროს პროთეზების, ფიზიკური რეაბილიტაციისა და ქირურგიული ტექნიკის განვითარება“, — განმარტავს ზაკერბერგი. გარდა ამისა, „მეტას“ ინტერესების შესაბამისად, MyoSuite-ის გამოყენება შესაძლებელია რეალისტური ავატარების შესაქმნელადაც, რასაც საბოლოოდ მეტავერსში დანერგავენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის თქმით, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისცემს მკვლევრებს ღია კოდის მოდელებზე წვდომის საშუალებას. ეს კი მეცნიერებს გაუმჯობესებული პროთეზების შექმნაში დაეხმარება.

როგორ უნდა დარწმუნდეთ, რომ სამსახურის შეცვლას არ ინანებთ?

“Tech Landscape of Georgia” – Viber-ის წარმომადგენლი BTU-ს ორგანიზებულ Techworking Georgia-ზე