in

Meta მაუსის მოძრაობასა და კლავიატურაზე დაწკაპებას AI-ს გასაწვრთნელად გამოიყენებს

Meta-მ ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის ახალი სასწავლო მონაცემების წყარო იპოვა – საკუთარი თანამშრომლები. კომპანია გეგმავს გამოიყენოს მონაცემები, რომლებიც თანამშრომლების მაუსის მოძრაობებსა და კლავიატურაზე აკრეფილ ინფორმაციაზეა დაფუძნებული, რათა შექმნას უფრო ძლიერი და ეფექტური AI-სისტემები.

ისტორია პირველად სააგენტო Reuters-მა გაავრცელა და აჩვენებს, თუ რამდენად შორს მიდიან ტექნოლოგიური კომპანიები ახალი მონაცემების მოსაძიებლად. ეს მიდგომა AI-მოდელებს ეხმარება, უკეთ ისწავლონ დავალებების შესრულება და მომხმარებლის მოთხოვნებზე რეაგირება.

„თუ ჩვენ ვქმნით აგენტებს, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიური კომპიუტერული ამოცანების შესრულებაში დაეხმარება, ჩვენს მოდელებს სჭირდება რეალური მაგალითები, თუ როგორ იყენებენ ადამიანები კომპიუტერს, მაგალითად: მაუსის მოძრაობა, ღილაკებზე დაწკაპუნება და მენიუებში ნავიგაცია. ამისთვის ვიწყებთ შიდა ინსტრუმენტის დანერგვას, რომელიც გარკვეულ აპლიკაციებში ამ ტიპის მოქმედებებს დააფიქსირებს, რათა ჩვენი მოდელები გავწვრთნათ. არსებობს მექანიზმები სენსიტიური ინფორმაციის დასაცავად და ეს მონაცემები სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენება”, – განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა.

თუმცა ეს ტენდენცია მაინც აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს კონფიდენციალურობის შესახებ AI-ინდუსტრიაში. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძველი სტარტაპების შიდა კომუნიკაციებიც (მაგალითად, Slack-ის არქივები და Jira-ს ჩანაწერები) გამოიყენება და გარდაიქმნება AI-ის სასწავლო მონაცემებად, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები

„ჩვენს გემოზე” შექმნილი კამპანია – ყველაფერი „Cherie-ს უბნის მელოდიების” შესახებ