in

Meta-ს პირველი AR სათვალე ბაზარზე 2024 წელს გამოვა

თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე შესვლას Meta უკვე დიდი ხანია ცდილობს. კომპანიამ Oculus VR ყურსასმენი უკვე გამოუშვა, ამჯერად კი უფრო დიდი გეგმები აქვს — Meta პირველი AR სათვალეების გამოშვებას 2024 წლისთვის გეგმავს. 

პირველი თაობის პროექტს კოდური სახელი აქვს და მას Nazare-ს უწოდებენ. კომპანია ამჯერად სათვალეების ანდროიდის სისტემაზე მორგებას აპირებს. როგორც ამბობენ, ეს სათვალე მეტავერსის ნაწილიც იქნება, რისთვისაც მილიარდობით დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელეს. AR სათვალეების პირველი თაობა ტელეფონის მსგავს მოწყობილობასაც მოიცავს, რომელიც კომპიუტერულ ამოცანებს ასრულებს. 

ხოლო თუ კომპანიის ხელმძღვანელის მარკ ზაკერბერგის მოსაზრებას დავეყრდნობით, სათვალეს სრული AR შესაძლებლობები და ფართო ხედვა ექნება. 

სათვალეებს მიკრო-LED პროექტორებიც აქვს, ბატარეის ხანგრძლივობა კი 4 საათს უდრის.

ამ აქსესუარის ერთ-ერთი საინტერესო მახასიათებელი კი ინტერაქციის შესაძლებლობა და სხვა ჰოლოგრამებთან დაკავშირებაა, რაც, როგორც ამბობენ, ვიდეო ზარზე კარგ იმერსიულ გამოცდილებას მოგვცემს. რაც შეეხება სათვალეების ფასს, იგი, სავარაუდოდ, Oculus Quest 2 VR ყურსასმენზე მაღალი იქნება, რომელიც ამ დროისთვის 299 დოლარი ღირს. 

ამასთან ერთად, Meta ჭკვიან სათვალეებზე, კოდური სახელწოდებით Hypernova, მუშაობს. ამ შემთხვევაში კონკრეტული ინფორმაციების მისაღებად სმარტფონებთან მისი დაკავშირება დაგჭირდებათ. მეტიც, შესაძლოა, იგი Nazare-სთან ერთად, თუმცა მასზე დაბალი ფასით გამოუშვან. 

მეორე და მესამე თაობის სათვალეებს კი Meta 2026 და 2028 წლებში წარადგენს.

„ჯეპრა-მ“ საქართველოს ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით ახალი შრიფტი „საზედაო“ წარადგინა

როგორ ცვლის ტელეფონების გამოყენება ომის ტაქტიკას?