in

Meta ავატარებს პირად საზღვრებს უწესებს

veon
veon

Meta მომხმარებელთა შევიწროების თავიდან ასაცილებლად, მეტავერსში ციფრული ავატარების სავალდებულო საზღვრებს აწესებს. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა მილიარდობით დოლარის ფსონი VR-ზე, როგორც მისი იმპერიის ზრდის მომდევნო წყაროზე, დადო. ახლა კი შესაბამისი ქცევის ნორმების დადგენაზე მუშაობს. 

იმისთვის, რომ გაეგო, თუ რა ტიპის ცვლილებები იყო საჭირო, აპლიკაციები მომხმარებლებს გამოაცდევინა. შედეგად ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც Horizon Worlds-ს, VR აპლიკაციას ტესტავდა, მისი ავატარის სექსუალური შევიწროებისგან თავის დაცვის საშუალება მოითხოვა.

ამიტომ, Meta-მ პერსონალური საზღვრები ვირტუალური რეალობის ორ აპლიკაციაში დააწესა — Horizon Worlds, სადაც ადამიანებს VR მომხმარებლებთან შეხვედრა და საკუთარი სამყაროს შექმნა შეუძლიათ და — Horizon Venues, რომელიც VR ღონისძიებებს, კომედი შოუებსა და მუსიკალურ კონცერტებს მასპინძლობს. კომპანიამ განაცხადა, რომ ადამიანებს შორის მანძილი ოთხი ფუტის VR ეკვივალენტი იქნება, მსგავსად კი ავატარის პირადი სივრცე უფრო უსაფრთხო გახდება… მომავალში კი საზღვრების დაწესებას თავადვე, სასურველი მანძილით, შეძლებთ.

საინტერესოა ისიც, რომ Meta-სგან აპლიკაცია Oculus-ზე მშობელთა კონტროლის დაყენებასაც ელიან, რათა მომავალში ბავშვთა უსაფრთხოება არავინ დაარღვიოს.

სამშენებლო ხარისხი, რომელსაც გუნდის ენთუზიაზმი განაპირობებს

როგორ ვიშოვოთ 2 კვირაში $1000? — თეონა ფორჩხიძე