in

Meta საკუთარი „ტვიტერის“ შექმნას გეგმავს

veon
veon

საიდუმლო არ არის, რომ Twitter მძიმე პერიოდებს გადის — გაურკვევლობის ეს მომენტიც წარმავალია და საბოლოოდ, მის დაცემას ვიხილავთ. ამის ფონზე კი სოციალური ქსელების სხვა პლატფორმებს ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ…

ტექნიკურ სივრცეში Meta ყოველთვის ერთგვარი ქამელეონი იყო, რომელიც კონკურენტების მსგავს ფუნქციებს უპრობლემოდ ნერგავდა. მაგალითად, ინსტაგრამი, რომელიც პრაქტიკულად TikTok-ად გადაიქცა Reels-ით. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ კომპანია მიზნად ისახავს, შეავსოს ის ადგილი, რომელიც ამჟამად დაკავებულია Twitter-ის მიერ. კერძოდ, New York Times-ის თანახმად, კომპანიამ გამართა შეხვედრა, რათა შესაძლო ვარიანტები განეხილათ.

„ტვიტერი კრიზისშია და მეტამ უნდა დაიბრუნოს თავისი პირველობა“, — წერს Meta-ს ერთ-ერთი თანამშრომელი. ამავდროულად, შეხვედრის დროს გუნდმა „ინსტაგრამის შენიშვნების“ გაშვება განიხილა, რომელიც, შესაძლოა, ტვიტერის მსგავს არხს მოიაზრებდეს — მოკლე ტექსტებითა და ფოტოებით. ამ ფუნქციის პოტენციური სახელებიც ვრცელდება: “Real Reels”, “Real Time” ან “Instant”.

ამაში ერთადერთი უცნაურობა ის არის, რომ აპლიკაციის აღწერილობა ზუსტად ემთხვევა ფეისბუქისა და ინსტაგრამის ამჟამინდელ ვერსიებს. თუმცა Twitter-ის ფორმატში არის რაღაც, რაც განასხვავებს მას დანარჩენისგან და თუ Meta შეძლებს, გამოიყენოს ეს უნიკალურობა, პლატფორმა ნამდვილად გამოვა ჩიხიდან.

პოლინომიალი — ახალი გამომცემლობა, ახალი ფონტითა და მინიმალისტური დიზაინით

ნახეთ: 2022 წლის ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოები