in

Meta-ს ახალი ფუნქციები ასაკოვან მომხმარებლებს თაღლითებისგან დაიცავს

თაღლითები დღეს ყველანაირ ხრიკს მიმართავენ, რათა ადამიანებს ფული გამოსძალონ, იქნება ეს პირადი ინფორმაციის მოპოვება, მომხმარებელთა მომსახურების სააგენტოდ პოზიციონირება თუ რეალური ბიზნესების კომენტარებში შეჭრა იმ მიზნით, რომ მომხმარებლები მათსავე ლინკებზე გადაიყვანონ… ამ ყველაფრის გამორკვევა კი ხანდაზმული მომხმარებლებისთვის მეტად რთულია, ამიტომ ახლა მეტას ახალი UX ფუნქციები სწორედ მსგავსი შემთხვევებისგან იხსნის მათ.

სწორედ სკამერებისგან დაიცავს ბუმერების თაობას გამაფრთხილებელი შეტყობინებები, მაგალითად WhatsApp-ში, როცა უცნობ კოტაქტთან ეკრანის გაზიარებას გადაწყვეტენ ვიდეოზარის დროს, გამაფრთხილებელ შეტყობინებას მიიღებენ, შემდეგი შინაარსით: Only share your screen with people you trust. აქვე აღნიშნულია, რომ ეკრანის გაზიარება რეციპიენტს საშუალებას აძლევს, ნახოს ყველაფერი, რაც ეკრანზეა, მათ შორის ისეთი სენსიტიური დეტალებიც კი, როგორიც საბანკო ინფორმაციაა.

Messenger-ში კიდევ უფრო დახვეწილი იდენტიფიკაციის ფუნქცია დაგხვდებათ — როცა თაღლითების ამოცნობის ფუნქცია ჩართული იქნება, საეჭვო ჩატებად მონიშნულ საუბრებზე ინფორმაციას AI-ით მიიღებენ, რომელიც აუხსნის მათ, თუ რატომ მოინიშნა საეჭვოდ კონკრეტული და რა უნდა გააკეთონ ონლაინ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უშუალოდ ფუნქციის გააქტიურება კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პარამეტრებში გადასვლითაა შესაძლებელი, შემდგომ კი თაღლითების ამოცნობის ფუნქციის ჩართვით.

აქვე მეტა საეჭვო შეტყობინებებში გავრცელებულ თაღლითურ ფრაზებს გვაცნობს, ხშირად აღნიშნული ფულის სწრაფად მიღების შესაძლებლობაა დისტანციური მუშაობის სანაცვლოდ… ამასთან, გვაფრთხილებენ, რომ ყველა ის სამუშაო შეთავაზება უნდა უგულებელვყოთ, რომელიც ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ რეალური იყოს. 

ონლაინ თაღლითობა რეალური პრობლემაა მეტასა და სხვა კომპანიებისთვის. მეტას თქმით, წლის დასაწყისიდან თითქმის 8 მილიონი Facebook და Instagram ანგარიში დაზიანდა თაღლითობების გამო. FBI-ის ინტერნეტ დანაშაულის ანგარიშის თანახმად კი, 2024 წელს 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებმა თაღლითობის შედეგად ჯამში 4.8 მილიარდი დოლარი დაკარგეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თაობათა შორის და საფუძველსაც წარმოადგენს მეტას გადაწყვეტილებისთვის, შექმნას დამატებითი ხელსაწყოები ასაკიანი მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის.

მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

NEXT თბილისში ახალ პროექტს აანონსებს!