in

Meta CapCut-ის კონკურენტ აპლიკაციას უშვებს

M2

სულ ახლახან მეტამ ვიდეოს რედაქტირების ახალი აპლიკაციის შესახებ განაცხადა და იგი Edits-ის სახელით გაგვაცნო — ეს ამბავი მას შემდეგ მოხდა, რაც ByteDance-ის ვიდეოს რედაქტირების აპლიკაცია CapCut ეფლის App Store-იდან და Google Play Store-იდან წაშალეს, როგორც ტიკტოკის აკრძალვის ნაწილი…

Instagram-ის ხელმძღვანელი ადამ მოსერი გვეუბნება, რომ აპლიკაცია iOS-ზე მომდევნო თვეში ჩაეშვება, ხოლო ანდროიდის მომხმარებლები მასზე წვდომას ცოტა მოგვიანებით მიიღებენ. ამ ეტაპისთვის კი კომპანია კონკრეტულ კრეატორებთან მუშაობს, რათა აპლიკაციის შესახებ უკუკავშირი დააგროვოს. 

დღეს ჩვენ ახალ აპლიკაცია Edits-ს გაცნობთ, იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც ტელეფონით ვიდეოების რედაქტირება უყვართ. ახლა ბევრი რამ ხდება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი ვალია, მივაწოდოთ საუკეთესო ხელსაწყოები კრეატორებს, — წერს ადამ მოსერი Threads-ზე. 

მისივე თქმით, აპლიკაცია მრავალ შემოქმედებით ხელსაწყოს შემოგვთავაზებს, იქნება ეს ცალკე ჩანართი ინსპირაციისთვის, იდეებისა თუ მაღალხარისხიანი კამერისთვის. Draft ვერსიების გაზიარებასაც კი შეძლებთ მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან. მეტიც, კრეატორებს საშუალება ექნებათ, ნახონ ინსაითები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს Instagram-ზე Edits-ით შექმნილი ვიდეოები.

თუმცა იმაზეც უსვამენ ხაზს, რომ ეს აპლიკაცია უფრო კრეატორებისთვისაა, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უბრალოდ ვიდეოების რედაქტირება სჭირდებათ… დიახ, ამ ორს შორის ხაზის გავლება არც ისეთი მარტივი ამბავია.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ Meta თავისი სტრატეგიული ნაბიჯებით გამოირჩევა. მაგალითისთვის, როცა 2020 წლის ივნისში ტიკტოკი ინდოეთში აიკრძალა, ივლისის დასაწყისში მომხმარებლებს მსგავსი პროდუქტი Instagram Reels-ის სახით შესთავაზეს. 2023 წელს X-ის კონკურენტი Threads-იც ჩაუშვეს. ახლა კი მიხვდნენ, რომ CapCut-ის არარსებობის პირობებში ვიდეოკრეატორებს ახალი ხელსაწყო დასჭირდებოდათ და მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია უკვე აღადგინეს, ეს გაურკვევლობა მომხმარებლებს მაინც ახალი ხელსაწყოებისკენ უბიძგებდა და სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ახლა Edits-ის ახალ ვიდეოების რედაქტირების აპლიკაციაზე. 

ხელოვნური ინტელექტის ინოვაციები და ტრენდები 2025 წლისთვის

პაკისტანის ავიახაზებმა რეკლამის გამო მოიბოდიშა