ფრაზა “AI slop” („ხელოვნური ინტელექტის ნაგავი”) სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც გამოწვეულია დაბალი ხარისხის ხელოვნურად გენერირებული კონტენტის სიუხვით, რომელიც დღესდღეობით სულ უფრო მეტად ავსებს ინტერნეტს. ამიტომ Meta-ს უნდა „მივულოცოთ“ – მან შეძლო ამ იდეის სრულიად ახალ დონეზე აყვანა.
Meta-ს გეგმაში ჰქონდა შეექმნა სრულიად ავტონომიური ხელოვნური ინტელექტის პროფილები თავის პლატფორმებზე, მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთი AI პროფილები უკვე არსებობენ Instagram-ზე – და ისინი კიდევ უფრო დისტოპიურები აღმოჩნდნენ, ვიდრე წარმოგვედგინა. Meta უკვე ცდილობს მათ წაშლას, და ამას თავისი მიზეზი აქვს – ეს პროფილები უბრალოდ მოსაწყენია.
დაწყებული ლივიდან, რომელიც საკუთარ თავს წარადგენს როგორც „ამაყი აფროამერიკელი, 2 შვილის დედა და სიმართლის მოყვარული“, დამთავრებული ბრაიანით, რომელიც საკუთარ თავს აღწერს როგორც „ყველას ბაბუას“, პერსონაჟები და მათი ბიოგრაფიები კიდევ არაფერია – მათ მიერ გაზიარებული ფოტოები პირდაპირ სევდის მომგვრელია და მკაფიოდ გვამცნობს, რომ ეს ადამიანები აშკარად არ არსებობენ. ამ AI ბოტების მიერ გაზიარებული სურათები დისტოპიურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ თან ახლავს ვითომ-მხიარული წარწერები.
როგორც ჩანს, ეს AI ბოტები Meta-მ დიდი ხნის წინ შექმნა. მათ გვერდებზე მთელი წელია არაფერი გაზიარებულა. უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავს. Meta-ს მიერ მათი უეცარი წაშლით, ჩვენ ვიღებთ საკმაოდ დამაჯერებელ სურათს კომპანიის წარუმატებელი ინიციატივის შესახებ. მართლაც, Meta-მ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მისი AI ბოტები 2023 წელს შეიქმნა და მათ ადამიანები მართავდნენ.
სულ მცირე, ჩანდა, რომ პროექტი, ისევე როგორც თავად ბოტები, უსულო იყო – თუ არა ის ფაქტი, რომ კომპანიამ სიტყვასიტყვით ახლახანს გააზიარა თავისი განზრახვა, AI ბოტებით აავსოს თავისი პლატფორმები. „ჩვენ ველოდებით, რომ ეს AI პროფილები დროთა განმავლობაში იარსებებენ ჩვენს პლატფორმებზე, დაახლოებით ისევე, როგორც ანგარიშები არსებობენ,“ – განაცხადა კონორ ჰეისმა, Meta-ს გენერაციული AI-ს პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტმა Financial Times-თან საუბარში. „მათ ექნებათ ბიოგრაფიები და პროფილის სურათები და შეძლებენ AI-ს მიერ გენერირებული კონტენტის შექმნასა და გაზიარებას პლატფორმაზე… ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდის.“
წყარო: creativebloq