როგორც ჩანს, მეტა ძალისხმევას არ იშურებს, რათა თავისივე გენერაციული AI პროდუქტები უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. გარდა იმისა, რომ AI ჩეტბოტს WhatsApp-ში ისეთ ქვეყნებში ტესტავენ, როგორიც ინდოეთია, კომპანია ექსპერიმენტებს ატარებს ინსტაგრამის საძიებო ზოლში როგორც AI ჩატისთვის, ისე კონტენტის აღმოჩენისთვის.
საძიებო მოთხოვნას მომხმარებლები Meta AI-ის პირად შეტყობინებებში გადაჰყავს, სადაც შეუძლიათ, დასვან შეკითხვები და გამოიყენონ კიდეც წინასწარ შეთავაზებული მოთხოვნებიდან ერთ-ერთი. როგორც Perplexity AI-ის CEO არავინდ სრინივასი აცხადებს, ინტერფეისი სტარტაპის საძიებო ეკრანის მსგავს დიზაინს იყენებს.
ეს მომხმარებლებს ინსტაგრამზე ახალი კონტენტის აღმოჩენაშიც დაეხმარება — დაპოსტილი ვიდეო მიგითითებთ, რომ შეგიძლიათ დააკლიკოთ ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა მაგალითად Beautiful Maui sunset Reels, რათა მოძებნოთ ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებული რილსები.
„ჩვენი გენერაციული AI გამოცდილებები განვითარების სხვადასხვა ფაზაშია და მათ საჯაროდ შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებზე ვცდით“, — აცხადებენ მეტაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ Meta-ს სურს, ინსტაგრამს ტიკტოკზე უკეთესი აღმოჩენების გაკეთება შეეძლოს. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ პლატფორმა Visibility off Instagram-ის ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც პოსტებს საძიებო სისტემის შედეგების ნაწილად აჩვენებს…