in

შესაძლოა, Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამისგან თავისუფალი რეჟიმი ამოქმედდეს

M2

Meta გეგმავს, ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს სოციალური ქსელების ურეკლამო ვერსიები შესთავაზოს — უბრალოდ, ამისათვის შესაბამისი თანხა, დაახლოებით $10 იქნება გადასახდელი. თანაც ეს მხოლოდ დესკტოპ ბრაუზერების შემთხვევაში, მობილურ აპლიკაციებისთვის კი გადასახადი მინიმუმ $13-მდე გაიზრდება.

გარდა შემაწუხებელი რეკლამების თავიდან არიდებისა, კომპანია გაუმჯობესებულ კონფიდენციალურობაზე საუბრობს, რასაც ევროკავშირის მიერ დადგენილი წესები მოიცავს. ბუნებრივია, ეს საფრთხეს უქმნის მომგებიან ბიზნეს მოდელს — პერსონალიზებულ რეკლამის ჩვენებასთან დაკავშირებულ ალგორითმულ გათვლებს. უბრალოდ, მიუხედავად ამ საფრთხისა, მეტამ გადაწყვიტა, ადამიანებს მეტი არჩევანი მისცეს.

„მეტას სჯერა უფასო სერვისების ღირებულების, რომელიც მხარს უჭერს პერსონალიზებულ რეკლამებს. თუმცა, როგორც ყოველთვის, სხვადასხვა ვარიანტის შესწავლას ვაგრძელებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ განვითარებად მარეგულირებელ მოთხოვნებს ვიცავთ. ამ დროისთვის გასაზიარებელი მეტი არაფერი გვაქვს“, — განმარტავენ კომპანიაში.

ცხადია, ინიციატივა გარკვეული გარემოებებიდან მომდინარეობს: ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ ივლისში განაცხადა, რომ მეტამ ჯერ მომხმარებლებისგან უნდა მიიღოს თანხმობა და შემდეგ შესთავაზოს პერსონალიზებული რეკლამა.

Gmail წესებს ამკაცრებს, რათა სპამები თავიდან აირიდოს

რატომ უნდა გავაგრძელოთ ინოვაციურობა? — 3 მიზეზი