ათობით ახალ ცნობილ სახეს შორის, რომელთანაც გასაუბრება მომხმარებლებს WhatsApp-ში, Messenger-სა და Instagram-ზე შეუძლიათ, ერთ-ერთი კენდალ ჯენერია, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ბილი, მისი იდენტური ტყუპი, რომელსაც მოქმედება და საუბარი შეუძლია.
„ჩემთან საუბარი უფროსი დის ყოლას ჰგავს, რომელსაც ჩვეულებრივ დაელაპარაკებით, მაგრამ ვერ მოგპარავთ ტანსაცმელებს. ყოველთვის აქ ვარ თქვენთან სასაუბროდ, მომწერეთ ნებისმიერი რჩევისთვის“, — აცხადებს ბილი ინსტაგრამ პოსტში. ბიოში კი მითითებულია, რომ AI პერსონაჟია, ანუ ის, რომელიც მეტასგან იმართება.
ბილი ერთ-ერთია 28 AI სელებრითის ტყუპიდან, რომლებსაც მეტა გვაცნობს. აქ შეხვდებით პერის ჰილტონს, სნუპ დოგს, მისტერ ბისტს, ტომ ბრედს, ნაომი ოსაკას, ჩარლი დ’ემილიოსა და სხვებს. თუმცა არც საავტორო უფლებებზე იდარდოთ — როგორც ვიგებთ, მეტამ თითოეულ ვარსკვლავს 1-5 მილიონ დოლარამდე გადაუხადა, რათა ე. წ. ციფრული მსგავსების უფლებები მოეპოვებინა…
ბილის მსგავსად, თითოეულ ჩეტბოტს თავისი სახელი და პერსონაჟი ჰყავს — მაგალითად, პერის ჰილტონს Amber-ის სახელით ვეცნობით და იგი „დეტექტივ პარტნიორს წარმოადგენს არსებული პრობლემების გადასაჭრელად“. ტომ ბრედს ბრუს სახელით ვიცნობთ, რომელიც სპორტულ დებატებშია გამორჩეული, ხოლო, თუ ოსაკას ტამიკა ანიმეებითაა შეპყრობილი, მისტერ ბისტის ზაქი დიდი ძმის როლს ირგებს…
თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ამბავი ზოგიერთი მომხმარებლისთვის საინტერესოზე მეტად, საშიშია, TikTok-ზე მას Black Mirror-ის სიუჟეტსაც კი ამსგავსებენ…