სულ ახლახან გავიგეთ, რომ მეტამ LIama-ს გენერაციული AI მოდელების ოჯახს ახალი წევრი Llama 3.3 70B დაამატა, რაც საუკეთესო შედეგების დაბალ ფასად მიღებას მოიაზრებს — „საცდელი ტექნიკების უახლესი მიღწევებით ეს მოდელი შედეგებს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად აუმჯობესებს“.
სტატისტიკური მაჩვენებლებიც გაგვიზიარეს, რომელშიც Llama 3.3 70B გუგლის Gemini 1.5 Pro-ს, OpenAI-ის GPT-4o-სა და Amazon-ის ახლად გამოშვებულ Nova Pro-საც კი სჯობნის. თუ მეტას სპიკერს დავუჯერებთ, მოდელი გაუმჯობესებულია მათემატიკის, ზოგადი ცოდნის, ინსტრუქციების მიმდევრობისა და აპლიკაციის გამოყენების კუთხით:
Llama 3.3 70B-ის გადმოწერა უკვე შესაძლებელია. Meta-ს კი აშკარაა, რომ ასე ღია მოდელების სფეროში სურს დომინანტობა, რომლის გამოყენება და კომერციალიზაცია ნებისმიერ შემთხვევაში შეგეძლებათ. თუმცა პლატფორმებს, რომელთაც 700 მილიონზე მეტი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს, მოუწევს, სპეციალური ლიცენზია მოითხოვოს.
საინტერესოა, რომ მეტას AI ACT-ის დაკმაყოფილება უჭირს. აქ საქმე AI ტრენინგებსაც ეხება: მაშინ, როცა მეტას მოდელები ინსტაგრამისა და Facebook-ის საჯარო მონაცემებზე იწვრთნება, ევროპაში აღნიშნული საკითხი GDPR-ს ექვემდებარება…
რაც შეეხება მეტას შემდგომ მოდელებს, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Llama 4-ისთვის კომპანიას ათჯერ მეტი რესურსი დასჭირდება. ამიტომაც, მათ 100 000-ზე მეტი Nvidia GPU შეიძინეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ ძვირიანი ბიზნესია — მეტას ხარჯები 2024 წლის მეორე ნახევარში 33%-ით გაიზარდა და 8.5 მილიარდ დოლარს მიაღწია…