in

Meta-მ Messenger-ის ახალი ფუნქციები წარადგინა!

veon
veon

Meta-ს ცნობით, ოთხშაბათს Facebook Messenger-მა აშშ-ში iOS და Android-ის მომხმარებლებს ახალი ფუნქციები წარუდგინა, მათ შორის გადახდების გაყოფა, შეტყობინებების გაქრობა და უკეთესი ხმოვანი შეტყობინებების ჩაწერის კონტროლი.

გაყოფილი გადახდის ფუნქციის (Split Payments) ტესტირება, კომპანიამ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მომხმარებლებს შეუძლიათ, ჯგუფურ ჩატში გადასახადი თანაბრად გაყონ წევრებზე, ან თითოეული მათგანისთვის თანხის ოდენობა შეცვალოთ. ასევე, შეგიძლიათ, გადახდას პერსონალური შეტყობინებაც დაამატოთ.

აშშ-ში “მესენჯერის” მომხმარებლებს შეუძლიათ, “გაუჩინარებადი” შეტყობინებები გააგზავნონ. ახალი ფუნქციის მეშვეობით, ტექსტური შეტყობინებები, სურათები, GIF-ები და სტიკერები ავტომატურად გაქრება მას შემდეგ, რაც ადრესატი ნახავს მათ.

ასევე, შესაძლებელია ხმოვანი შეტყობინებების შეჩერება, განახლება, მოსმენა და გაგზავნამდე დარედაქტირება. რაც მთავარია, მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წუთამდე გაიზარდა.

Hyundai Motor-ის სრულიად ახალი ტუსანი Sony Pictures-ის ახალ ფილმში

დაცვის “მოწყენილმა” თანამშრომელმა სურათს თვალები მიახატა