in

Meta მრავალი ანგარიშის შექმნასა და მართვას ამარტივებს

veon
veon

დიახ, Meta მუშაობს იმაზე, რომ მომხმარებლებს Facebook და Instagram ანგარიშებს შორის გადართვა გაუმარტივოს და ამას პროფილის ახალი გადამრთველი ხელსაწყოთი აპირებს. 

ნებისმიერი ადამიანი, ვინც რომელიმე აპლიკაციას იყენებს, შეძლებს სხვაგან გადასვლას, თუ ის ანგარიშს Accounts Center-ს დაუკავშირებს. შესაბამისად, Meta მოუწოდებს მომხმარებლებს, ჩართონ „დაკავშირებული გამოცდილება“. ფუნქცია კი ამჯერად ტესტირების რეჟიმშია, ფართოდ არის ხელმისაწვდომი iOS-ზე, Android-ზე და ზოგადად, ვებ მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში.

ამასთან, კომპანია მრავალი ანგარიშის შექმნასა და მართვას ამარტივებს. ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ ახალი ექაუნთები უკვე არსებული Instagram და Facebook გვერდებიდან შექმნან. ანგარიშის შექმნის ახალი ფუნქცია, რომელიც ასევე ტესტირების რეჟიმშია, გლობალურად ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე.

მართალია, ადრე Meta დაჟინებით მოითხოვდა, რომ მომხმარებლებს ერთი და ნამდვილი იდენტობა შეენარჩუნებინათ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა. ამის რამდენიმე მიზეზიც კი არსებობს: კომპანიაში იციან, რომ ციფრული იდენტობა მრავალმხრივი და არამდგრადია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფსევდონიმებით შექმნილ სოციალურ პლატფორმებზე კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგალითად, TikTok-ზე, YouTube-სა და Twitch-ზე. მეტი ანგარიშის ქონის წახალისებითა და პლატფორმებზე გადასვლით კი, შესაძლოა, Meta-მ მომხმარებელთა ჩართულობის მაჩვენებელიც გააუმჯობესოს. 

ალტე უნივერსიტეტი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს!

SANGU კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას 30 მსურველს დაუფინანსებს