რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც OpenAI-მ Sora შემოგვთავაზა, ტექსტის ვიდეოდ გარდაქმნის მოდელი, ახლა კი მისი კონკურენტი მეტასგან ვიგებთ, რომ ახალი AI ვიდეოების გენერირების ხელსაწყო მაღალი ხარისხის კონტენტს სრულყოფილი აუდიოთი შემოგვთავაზებს… Movie Gen-ს გვაცნობენ, რომელიც, თქვენი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე, ახალ ფოტოებსა თუ ვიდეოებს დააგენერირებს და არსებულსაც დაარედაქტირებს.
მეტიც, ვიდეოზე დამატებული აუდიოც ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება გენერირებული და ვიზუალს ხმაურს, ხმოვან ეფექტებსა თუ ფონურ მუსიკას თავადვე შეუსაბამებს. სურათებისა და არსებული ვიდეოებისგანაც შეუძლია კონტენტის შექმნა ისე, რომ მასში განსხვავებული ელემენტები შეცვალოს, ამის მაგალითად კომპანია ქალის ფოტოს გვიზიარებს:

Movie Gen სტილსა და გადასვლებსაც შეცვლის, ისეთ რაიმესაც დაამატებს ვიდეოს, რაც მანამდე არ ყოფილა მასში. მაგალითად შეგიძლიათ, ხელში არსებული ჭიქა ბურთით ჩაანაცვლოთ…
რაც შეეხება მეტას ახალი მოდელის ჩაშვებას, კრის კოქსი, მეტას პროდუქტების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი მოდელი ჯერ არ არის მზად ამისთვის, რადგან გენერირებისთვის ბევრი დრო სჭირდება და საკმაოდ ძვირიცაა…













