in

Meta მოზარდებისთვის კონფიდენციალურობის ზომებს ზრდის

veon
veon

გუშინ Meta-მ განაცხადა, რომ მოზარდებისთვის ინსტაგრამსა და ფეისბუქზე კონფიდენციალურობის ახალ განახლებებს ნერგავს. კერძოდ, ზოგიერთ ქვეყანაში 16 ან 18 წელზე უმცროს ადამიანებს ახლა უკვე მეტი პირადი პარამეტრი ექნებათ სოციალურ ქსელში გაწევრიანებისას.

ხოლო თინეიჯერებს, რომლებიც უკვე იყენებენ აპლიკაციას, Meta წაახალისებს, უფრო პერსონალური პარამეტრები აირჩიონ იმის თაობაზე, თუ ვის შეუძლია მათი მეგობრების, პოსტების თუ ფოტოების ნახვა. ასევე, შეზღუდვები ეხება კომენტარების გაკეთების შესაძლებლობებს.

გარდა ამისა, Meta ტესტავს ფუნქციებს, რომლებიც მოზარდებს საეჭვო შეტყობინებებისგან დაიცავს — საეჭვოდ მოიაზრება ზრდასრულის ანგარიში, რომელიც ადრე დაიბლოკა ან დარეპორტდა. ამასთან, ფეისბუქზე ასეთი ადამიანები არ გამოჩნდებიან რეკომენდაციებში. ამავე ფუნქციის დანერგვა იგეგმება ინსტაგრამზეც.

ამ ყველაფრის პარალელურად, Meta დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულ ცენტრთან (NCMEC) თანამშრომლობს, რათა გლობალური პლატფორმა შექმნას მოზარდებისთვის, რომლებსაც ერთი რამ აშფოთებთ — მათი პირადი ფოტოები ინტერნეტ სივრცეში თანხმობის გარეშე რომ განთავსდეს. პლატფორმა ამჟამინდელი Meta სისტემის მსგავსად იმუშავებს და მისი გამოყენება სხვა კომპანიებსაც შეეძლებათ, მოზარდების აქტიურად დასაცავად.

„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ NCMEC-თან, ექსპერტებთან, მეცნიერებთან, მშობლებთან და სახალხო დამცველებთან მთელ მსოფლიოში, რათა პლატფორმა განვავითაროთ და მოზარდებს დავეხმაროთ, თავიანთი კონტენტი მშვიდად აკონტროლონ“, — აცხადებს კომპანია.

როგორ უნდა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ერთი-ერთზე შეხვედრებისგან?

დაბომბილი ავტომობილით გამოვლილი 1600 კილომეტრი — იური გავრიუშინის ოჯახის გზა მარიუპოლიდან საქართველომდე