in

Meta-ს ახალი AI სისტემა ტექსტებს მუსიკად გარდაქმნის

მეტიც, არსებული მუსიკაც შეგიძლიათ გადააკეთოთ…

რამდენიმე თვის წინ Google-მა თავისი ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც ტექსტებს მუსიკად გარდაქმნის, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს მარტივი მოთხოვნების მელოდიებად გარდაქმნის საშუალება მისცა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებსა და გარემოზეც იქნებოდა მორგებული. 

ახლა კი უკვე კონკურენტი Meta გვთავაზობს MusicGen-ს. მოკლედ რომ გითხრათ, პროგრამას პატარა აღწერილობა სჭირდება, მაგალითად 90-იანების მუსიკა უფრო მეტი ბასით, რასაც სულ რაღაც 12 წამში აუდიოდ გარდაქმნის. თუმცა ტექსტის გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ, აუდიო კლიპებიც ატვირთონ, იქნება ეს არსებული მუსიკა თუ კლასიკური შედევრი, ალგორითმი შეეცდება, ორივე თქვენთვის სასურველ მელოდიად აქციოს.

როგორც მეტაში ამბობენ, MusicGen ლიცენზირებულ 20 000-საათიან მონაცემთა ბაზაზე გაწვრთნეს, რაც მოიცავს მაღალი ხარისხის 10 000 სიმღერას და Shutterstock-ისა თუ Pond5-ის 390 000 ინსტრუმენტალს. თუმცა არ გეგონოთ, რომ გენერატორი სიმღერებს ისე სწრაფად მოგაწვდით, როგორც ჩეტბოტები გპასუხობენ, რადგან ამას საშუალოდ 3 წუთი სჭირდება. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით ტექნოლოგია შემოქმედებით სფეროში საზღვრებს არღვევს…

დაბოლოს, ერთადერთი კითხვა რჩება – არის თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მუსიკა ისეთივე კარგი, როგორიც ადამიანის? პასუხის გასაცემად MusicGen-ს უნდა ესტუმროთ… 

ChatGPT „ფერმერი რობოტის“ შესაქმნელად გამოიყენეს

Vela Pazza-ს ვიზუალური იდენტობა ზღვის დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული