2016 წელს, ხუთი წლით ადრე, სანამ მარკ ზაკერბერგი Facebook-ს Meta-ს დაარქმევდა, დიზაინერმა კეიჩი მაცუდამ გამოუშვა მოკლე ფილმი სახელად „ჰიპერრეალობა“. სიუჟეტი საკმაოდ მარტივია: ახალგაზრდა ავტობუსით მიდის მაღაზიამდე, რომ საკვები იყიდოს. მისთვის ეს ამბავი მომავლის შერეული რეალობის სათვალის პრიზმაში იხსნება და მალე, ეს მარტივი დავალება გრაფიკულ საშინელებად იქცევა.
2025 წელს, Facebook-ის მიერ Oculus-ის შეძენიდან, 11 წლის შემდეგ – Orion სამომხმარებლო პროდუქტის სახით გამოვა. ბაზარზე ის წარდგება Apple-ის Vision Pro-ს მომდევნო თაობასთან ერთად. ყველა ეს პროდუქტი წარმოიდგენს სმარტფონის მიღმა ინტერაქციის შემდეგ ეპოქას. ის გამოიყენებს მაღალი რეზოლუციის ტექნოლოგიებისა და AI-ის კომბინაციას. ის, რომ დღეს Meta-ს Apple-თან ერთად ვახსენებთ ამ კონტექსტში, ოდესღაც წარმოუდგენელი იყო – შესაძლოა თვით მარკ ზაკერბერგისთვისაც კი.
დიდი სათვალე
Meta წლებია მუშაობდა სათვალის ამ ფორმაზე, აგებდა სხვადასხვა სახის, გადაბმულ კონსტრუქციებს მისი მოწყობილობებიდან, რათა AR-ის გამოცდილება მინიმალურ ზომამდე დაეყვანა. Orion-ის გამოშვების დროისთვის, ზოგიერთი ზომა დაახლოებით 33%-დან 50%-მდე შემცირდება.
Orion სავსეა შთამბეჭდავი ტექნოლოგიით, რომელიც დაბალანსებულიც თქვენი თავის მთელ სიგანეზე. მასში პრაქტიკულად ყველაფერია, რაც თქვენს მობილურ ტელეფონშია, დამატებით შვიდი კამერა (ოთხი – პოზიციონირებისთვის, ორი – თვალების გადაადგილების მისადევნებლად და ერთი – AI შეკითხვებისთვის), ოთხი ბატარეა მოთავსებულია დინამიკებს შორის, საფეთქლის არეში, ხოლო ორი მიკრო LED პროექტორი გამოსახულებებს ასახავს ლინზებზე. მიზეზი, თუ როგორ შეძლო Mata-მ ამ კომპონენტების ასე მცირე ზომამდე შემცირება, გახლავთ ის, რომ პრაქტიკულად ყველაფერი მორგებული სილიკონია.
სათვალის ტარებისას, მათი კონტენტი დაფარულია. თქვენ რეალურად ვერ ხედავთ იმას, თუ რას ხედავს სხვა ადამიანი Orion-ის ტარებისას, რადგან პროექტორი არ აირეკლება ლინზაზე იმისათვის, რომ სხვამ დაინახოს.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სადენები, Orion-თან ყოველთვის თან ახლავს ორი აქსესუარი – Puck, რომელიც ახორციელებს მოწყობილობის ძირითად დამუშავებას და გაცილებით უფრო საინტერესო – ნეირო სამაჯური.
სამაჯურს შეუძლია გაზომოს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს სხეულიდან მომავალ ელექტრულ სიგნალებს. Orion-ის კამერებს ხშირად შეუძლიათ ხელების დანახვა, ხოლო სამაჯურს შეუძლია იგრძნოს ყველაზე წვრილმანი მოძრაობები, რომლებსაც კამერებს ვერ ხედავენ.
Orion-ის ძირითადი მომხმარებლის გამოცდილება Apple Vision Pro-ს მსგავსია. გხვდებათ აპლიკაციების პანელი, რომელიც მოძრაობს თქვენ წინ, თქვენი თვალები კი მაუსის ფუნქციას ასრულებენ.
კონფიდენციალურობის საკითხი თუ გაინტერესებთ, Orion მონაცემების დაშიფვრასა და აბსტრაგირებას ითვალისწინებს და უმეტეს ინფორმაციას შეინახავს ლოკალურად. დიზაინერებს სჯერათ, რომ შეუძლიათ შეამცირონ ინტერნეტთან დაკავშირებული თვალის შესაძლებლობები, მაგალითად, დანახული ადამიანის მომენტალური იდენტიფიცირება.
Orion-ის გრძელვადიანი პოტენციალის დიდი ნაწილი ისაა, რომ დაინახოს ის, რას ხედავთ თქვენ, ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, რომელიც თქვენი გზამკვლევი ხდება, რომ უფრო მარტივად გააკეთოთ ის, რის გაკეთებაც ყველაზე მეტად გსურთ. საბოლოო ჯამში, სწორედ Meta-ს დიზაინერული არჩევანი გადაწყვეტს, იქნება თუ არა ეს ტექნოლოგია ჰიპერ-სარეკლამო გამაღიზიანებელი მოწყობილობა, თუ ის, რაც ადამიანს უკეთეს ცხოვრებაში დაეხმარება. დამატებითი რეალობა ათეული წლებია, რაც ოცნებას წარმოადგენს. ახლა კი ვიმყოფებით იმ ზღვარზე, სადაც ის ტექნიკურად შესაძლებელი გახდა. Orion-ის გამოცდის შემდეგ, იმედი გვეძლევა, რომ AR სათვალეები სასარგებლო მართლაც შეიძლება იყოს.
წყარო: fastcompany