Times Square-ის მთავარი ბილბორდი ამჯერად მეტამ დაიკავა. AR/VR მოწყობილობები კი ხშირად ჩვენი სახლის საზღვრებს მიღმა არ გადის, თუმცა კომპანია Meta Quest 3-ისთვის შექმნილი კამპანიით ამას მაინც ახერხებს. BBDO-სთან თანამშრომლობით ეცადნენ, გამვლელების ყურადღება მაქსიმალურად მიექციათ, ამიტომ ანიმაცია შემოგვთავაზეს, სადაც კაცი იკეთებს VR სათვალეებს, ხელს ჰკიდებს კონტროლერებს და უცხო ობიექტებს ებრძოლება…
Meta Quest 3 ვირტუალური რეალობის სათვალეა, რომელიც მაღალი რეზოლუციის მქონე ეკრანით გამოირჩევა და იმერსიული გამოცდილებისთვისაა შექმნილი. მოწყობილობა შეუფერხებლად მუშაობას გპირდებათ, რაც ვირტუალური რეალობის თამაშებსა და აპლიკაციებს იდეალურად ესადაგება.
მეტას Times Square-ის ბილბორდის ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.