in

Meta-მ Reels-ისთვის A/B ტესტირების ფუნქცია დაამატა

veon
veon

ეს იმას ნიშნავს, რომ კრეატორებს ახლა შეუძლიათ განსხვავებული სათაურებითა და ფოტოებით ექსპერიმენტები Reels-ებზეც ჩაატარონ. როგორც Professional Dashboard-ის ნაწილი, კონტენტის პროვაიდერებს შეეძლებათ, თითოეული ვიდეოსთვის 4 განსხვავებული სათაური და ფოტო გატესტონ. ხოლო რომელი კომბინაციაც ყველაზე მეტ ნახვას მიიღებს, ის ავტომატურად გამოჩნდება ინდივიდის გვერდზე. 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ახლო მომავალში ტექნოლოგიური გიგანტი მომხმარებლებს AI-ს გამოყენების საშუალებას მისცემს, რათა მეტად საინტერესო სათაურები შემოგვთავაზონ. ეს ცვლილებები მეტას განახლებულ Insights-ის ფუნქციებში შეგვხვდება, რაც კრეატორებს უფრო მეტ ინფორმაციას შესთავაზებს თავიანთ შედეგების უკეთ გასაანალიზებლად. 

ამას დამატებული ისიც, რომ კრეატორებისთვის 28-ის ნაცვლად, ახლა ბოლო 90 დღის მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი. ეს კი მათ უფრო სიღრმისეული კვლევის ჩატარების, მონიტორინგის წარმოებისა და არსებული ტრენდების სრულყოფილად გააზრების საშუალებას მიცემს. 

Professional Dashboard-ის გაუმჯობესებას ვგეგმავთ, რათა თქვენთვის გავამარტივოთ იმის პოვნა, რაც გჭირდებათ, — ვკითხულობთ მეტას ბლოგპოსტში. 

ილონ მასკმა Grok AI წარადგინა — „სარკასტული ჩეტბოტი“

თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდმა SANS CEE Cyber Tournament 2023-ზე იასპარეზა