in

როგორ აუმჯობესებს Meta რეკლამირების ფუნქციას?

იუსტიციის დეპარტამენტთან ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Meta-მ VRS სისტემის პირველი ფაზა წარადგინა — ეს არის ხელსაწყო, რომელიც კომპანიის პლატფორმებზე რეკლამებს უფრო ეფექტურს გახდის.

Meta-ს თანახმად, VRS იყენებს მანქანათმცოდნეობის ტექნოლოგიას, რათა უზრუნველვყოთ, რომ რეალური აუდიტორია მაქსიმალურად ემთხვეოდეს რეკლამის განმთავსებლების მიერ ამ კონკრეტული პოსტისთვის დასახულ მიზნებს. ამ ეტაპისთვის ფუნქცია საბინაო რეკლამებზე იქნება აქცენტირებული, მომავალი წლიდან კი დასაქმებისა და კრედიტის მიმართულებით გაფართოვდება.

ამასთან, მას შემდეგ, რაც რეკლამა საკმარის ნახვებს დააგროვებს, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი გაზომავს აუდიტორიის მთლიან დემოგრაფიულ განაწილებას. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს განსხვავებას სამიზნე აუდიტორიასა და მათ შორის, ვინც რეალურად ნახულობს პოსტს. ამავდროულად, შეტყობინებები არ შემოიფარგლება გარკვეული ეთნიკური ან სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფებით.

გარდა ამისა, მომხმარებლის კონფიდენციალურობის დასაცავად, VRS დაეყრდნობა მხოლოდ ფართოდ გამოყენებულ საზომ მეთოდს — Bayesian Enhanced Last Name Geocoding, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა აღქმული რასისა და ეთნიკური წარმომავლობის გასაზომად.

როგორ გადაიქცნენ „ზეტ თაობის” სოციალური მედიის მენეჯერები CMO-ებად

რა ხდება, როცა ხალხის იდენტობა განსხვავებულია? — სახალისო კამპანია