in

Meta რობოტ ხელს ქმნის, რომელიც შეხებას იგრძნობს

veon
veon

მეტა სენსორულ კომპანია GelSight-თან და სამხრეთ კორეულ რობოტების კომპანია Wonik Robotics-სთან გაერთიანდა, რათა AI-ისთვის ტაქტილური სენსორები შექმნას და შემდგომ კომერციალიზაციაც შეძლოს. თუმცა ახალი მოწყობილობები ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის სულაც არ არის განკუთვნილი, მეცნიერებისთვისაა, რათა მათ სიღრმისეული კვლევა შეძლონ, შეისწავლონ სამყარო საფუძვლიანად და უკეთ გაიაზრონ მისი ფიზიკური მახასიათებლები.

Wonik Robotics-მა Digit 360-ზე აიღო პასუხისმგებლობა, რომელსაც მეტა აღწერს, როგორც ტაქტილურ ანაბეჭდს ადამიანის დონის მულტიმოდალური სენსორული შესაძლებლობებით. იგი შეხების სიგნალებს აციფრულებს, ამ დროს კი მოწყობილობაშივე არსებულ AI ჩიპს იყენებს. დაახლოებით 18 სენსორული ფუნქცია აქვს, რათა მის ირგვლივ არსებული ცვლილებები დაადასტუროს. თუმცა გვეუბნებიან, რომ რობოტისთვის შეხების შეგრძნების უნარის მინიჭება საკმაოდ რთული ამოცანაა:

„თითის წვერზე არსებული დეფორმაციების დასაფიქსირებლად შეხების აღქმისთვის სპეციალური ოპტიკური სისტემა ფართომასშტაბიანი ხედვით განვავითარეთ. მეტიც, ჩვენ აღვჭურვეთ სენსორი მრავალი მოდულით, რადგან გარემოსთან ყოველ შეხებას უნიკალური პროფილი აქვს, რომელსაც, თავის მხრივ, ზედაპირის მექანიკური, გეომეტრიული თუ ქიმიური მახასიათებლები იწვევს, რათა აღიქვას ვიბრაციები, სითბო და სუნი“, — ვკითხულობთ მეტას ბლოგპოსტში.

Digit 360 უკვე მომდევნო წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა მეცნიერებს შეუძლიათ მასზე წვდომა უფრო ადრეც მიიღონ.

რაც შეეხება Wonik-თან მუშაობას, ისინი ახალი თაობის Allegro Hand-ის შექმნას ისახავენ მიზნად — რობოტის ხელია ისეთივე ტაქტილური სენსორებით, როგორსაც Digit 360 გვთავაზობს. მოკლედ რომ გითხრათ, საკონტროლო დაფები ექნება, რომელიც მონაცემებს ტაქტილური სენსორებიდან მასპინძელ კომპიუტერზე გადაიტანს და ესეც მომდევნო წლიდან გახდება ხელმისაწვდომი. 

eConsul-ში ePhoto-ს ამბავი იწყება – სტარტაპი რომელიც ამარტივებს სავიზო პროცესებს

ინოვაციური კამერა ფრინველების გადასაღებად, რომელიც მათ საკვებითაც „უმასპინძლდება”