in

Meta-მ ფოტო/ვიდეო რედაქტირების AI ხელსაწყო წარადგინა

veon
veon

Meta-მ გადაწყვიტა, ვიზუალური კონტენტის რედაქტირების სამყაროში თავადაც გადადგას ნაბიჯი და მომხმარებლებს უახლეს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მოდელს სთავაზობს. Segment Anything Model (SAM) მილიარდობით სურათის ბაზაზეა გაწვრთნილი — შედეგად, მას ფოტოებში ნებისმიერი ობიექტის იდენტიფიცირება შეუძლია, თუნდაც უმცირესი ზომის.

გარდა იდენტიფიცირებისა, სისტემას ობიექტების ერთმანეთისგან განცალკევებაც შეუძლია. ამავდროულად, ამოჭრა და ჩასმა. თანაც, ეს შესაძლებლობები არა მხოლოდ ფოტოების, არამედ ვიდეოების შემთხვევაშიც მოქმედებს.

SAM-ის უნიკალური და ეფექტური სეგმენტაციის მოდელი მას მსგავსი ალტერნატივებისგან განასხვავებს — კერძოდ, აქ ინდივიდუალური მითითებები არ არის საჭირო თითოეული ნაბიჯისთვის. ამის გათვალისწინებით, მეტა პროგნოზირებს, რომ SAM-ის შესაძლებლობებზე დიდი მოთხოვნა იქნება ისეთ ინდუსტრიებში, რომლებშიც გამოსახულებების სწრაფად დამუშავებას ეყრდნობიან… მაგალითად, სამეცნიერო ფოტოგრაფები და ჟურნალისტები. ამასთანავე, ითვალისწინებს თვითმართვისა და რობოტიკის ინდუსტრიებსაც.

პროგრამა ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ დემო ვერსიის სახით.

როგორ ამოვიცნოთ ინტერვიუერისგან, როგორი იქნება ჩვენი მომავალი სამსახური?

ნახეთ: ფოტოებში ასახული „პოლარული აბრეშუმის გზა“