in

Meta-მ „ჭკვიანი“ და VR სათვალის ახალი მოდელები წარადგინა

მართალია, ე. წ. სახის კომპიუტერი, რომელსაც მეტავერსი გვთავაზობდა, ჯერ კიდევ არ გამხდარა პოპულარული, მაგრამ ეს მიზანი მეტას არ დავიწყებია… გუშინ მარკ ცუკერბერგმა ორი ახალი პროდუქტი გაგვაცნო — განახლებული ვირტუალური რეალობის Quest სათვალე და Ray-Ban-ის მიერ შექმნილი Meta-ს ჭკვიანი სათვალეების ახალი ნაკრები.

აქვე შეგახსენებთ, რომ მეტას უახლესი VR სათვალე Quest 3-ია, რომელიც მფლობელის თვალებსა და სახის ნაწილს ფარავს. სწორედ ამ მიზეზის გამო ფიქრობენ, რომ ამან ხელი შეუშალა მის მასობრივად გავრცელებას, რადგან არავის სურს, ხედვა სახის კომპიუტერით შეიზღუდოს… აი, უკვე ახალი Quest კი შერეულ რეალობას ეყრდნობა, შესაბამისად, რეალური სამყაროს ცოტათი უფრო მეტად დანახვასაც გვთავაზობს.

ალბათ, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ცუკერბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სჯერა კომპიუტერების მომავლის, რომელიც სრულად ერწყმის ერთმანეთს და ფიზიკურ-ციფრულ სამყაროს გვთავაზობს: ჩვენ ირგვლივ არსებული ფიზიკური გარემო გასაოცარია, მაგრამ ჩვენი ინდუსტრიაც ციფრულ სამყაროს ამის კვალდაკვალ აშენებს. ადამიანები ამბობენ, რომ ციფრული სამყარო არ არის რეალური, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ რეალური სამყარო კომბინაციაა იმ ფიზიკური სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ და იმ ციფრული სამყაროს, რომელსაც ვაშენებთ.

ახალი Meta Quest 3 მეტად მსუბუქი და თხელია, იმაზე მეტი მეხსიერებაც კი აქვს, ვიდრე მეტას Quest 2-ს. ეს კი, ალბათ, ყველაფერია, რასაც ახალი მოწყობილობისგან მოელოდით… მეტიც, Snapdragon-ის XR2 Gen 2-ს ეყრდნობა, რაც პირდაპირ უკეთეს გრაფიკულ გამოსახულებად შეგვიძლია ვთარგმნოთ. ამასობაში, ოპტიკაც გაუმჯობესდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შერეული რეალობის გამოცდილებისთვის — უნარი, ვიდეოს საშუალებით ჩვენ ირგვლივ არსებული რეალური სამყაროც დავინახოთ. ხედვაც აქ იმაზე ფართო იქნება, ვიდრე წინა მოდელზე იყო. რეზოლუცია 30%-ით უმჯობესდება, ხმა უფრო მაღალი ხდება და თანმხლები Touch Controllers-იც უკეთესი ხდება — მოკლედ რომ ვთქვათ, Quest 3 მეტამ Pro-დ გადააქცია…

რაც შეეხება ახალი პროდუქტის გაყიდვებს, 10 ოქტომბრიდან დაიწყება, 128-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერების მქონე სათვალე $500 ეღირება, ხოლო 512-იანი — $650. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Meta VR სათვალის გაყიდვებით მეტად გამორჩეულია იმ დროიდან, როცა 2019-ში Quest პირველად ჩაუშვა. როგორც ამბობს, უკვე 20 მილიონის მოწყობილობა აქვს გაყიდული. აქ კი გამოწვევა Apple-ის Vision Pro headset წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მეტას პროდუქტზე $2500-ით ძვირია…

ახლა კი Ray-Ban-ის მიერ შექმნილი ჭკვიანი სათვალისკენ გადავინაცვლოთ. მართალია, Ray-Ban Stories-ს ჯერ კიდევ 2021 წელს გავეცანით და იგი ძალიან ჰგავდა Wayfarer-ის მოდელს, მაგრამ, როგორც ამბობენ: სრული საშინელება იყო და ის ადამიანებიც კი არ იყენებდნენ, რომლებმაც შეიძინეს… აი, მეტასა და Ray-Ban-ის ახალი ვიდეო გადაღების პროდუქტი კი ახლა მზის სათვალეებსა და გამჭვირვალე მინებსაც მოიცავს, რომლის შეძენაც შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით არის შესაძლებელი. ამჯერად ჩარჩოც ორი სტილითაა წარმოდგენილი, Wayfarer და Headliner, ამასთან, არჩევანი პრიალა და მატოვ პლასტმასსა და 4 სხვადასხვა ფერს შორის შეგიძლიათ, გააკეთოთ.

როგორც მეტა ამბობს, ახალი სათვალე უფრო მსუბუქია და არსებული ფუნქციებიც გაუმჯობესებული აქვს — 1080p HD ვიდეოს და 12-მეგაპიქსელიან სურათებს იღებს. ამასთან, უფრო მაღალი ხმის მქონე დინამიკებიც აქვს და მიკროფონი, რომელიც ცხვირთან ახლოსაა დამონტაჟებული, რათა ხმა მეტად მკაფიო იყოს. როგორც მეტამ განაცხადა, ეს მფლობელებს ახალ AI ჩეტბოტის ასისტენტთან საუბრის საშუალებასაც მისცემს — ვფიქრობ, AI ნაწილი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება ჭკვიან სათვალეებში, როგორც აუგმენტური რეალობის ფუნქციების მიღება.

როგორც აღმოჩნდა, LED ნათების ზომაც გააორმაგეს, რომელიც მიგვანიშნებს, რომ სათვალე იწერს. ეს კი ზუსტად ის არის, რაც მომხმარებლებს სურდათ, რომ სხვებს გაეგოთ, ეს უბრალოდ Ray-Ban კი არა, ჭკვიანი სათვალე იყო… როგორც მეტა ამბობს, სათვალე სპორტული აქტივობებისთვის მეტად გამოსადეგი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ იგი მეტად წყალგამძლეც გახდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სათვალით მფლობელებს ინსტაგრამზე ან მეტას სხვა აპლიკაციებში პირდაპირ მათი სათვალიდან შეუძლიათ Live-ის გაშვება. აი, რაც შეეხება უკვე აქ შემოსულ კომენტარებს, მიმდევრებს პასუხები აუდიოს დახმარებით შეუძლიათ, გასცენ.

უშუალოდ ამ მოდელის გაყიდვები 17 ოქტომბერს დაიწყება, ჩვეულებრივი ლინზით $299 ეღირება, ხოლო ცვლადით, $379.

Gastronome 4 წლისაა!

საერთაშორისო განათლების გამოფენა — გზა გლობალური შესაძლებლობებისკენ