in

მეტა Messenger-ის დესკტოპ აპლიკაციას აუქმებს!

15 დეკემბრიდან მეტა Messenger-ის ცალკე მყოფ დესკტოპ აპლიკაციებს აუქმებს როგორც Windows-ზე, ისე Mac-ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ავტომატურად გადამისამართდებიან Facebook-ის ვებგვერდზე, რათა Messenger-ზე წვდომა მიიღონ. 

თუ Messenger-ის დესკტოპ აპლიკაციებს იყენებთ, აპლიკაციაშივე მიიღებთ შეტყობინებას ამ პროცესის დაწყებისთანავე. Mac-ში აპლიკაციის გამოსაყენებლად 60 დღე გექნებათ, რის შემდეგაც ამის საშუალება აღარ მოგეცემათ. გირჩევთ, წაშალოთ აპლიკაცია, რადგან გამოსადეგი აღარ იქნება.

ახლა კომპანია სამომავლო ცვლილების შესახებ გვაფრთხილებს, რათა საკმარისი დრო გვქონდეს ალტერნატივების გასაცნობად თუ მისაღებად. მაგალითად, ვინდოუსის მომხმარებლებს Facebook-ის დესკტოპ აპლიკაციის გამოყენება შეეძლებათ, ხოლო როგორც Windows-ის, ისე Mac-ის მომხმარებლებს Messenger-ზე ონლაინ წვდომის მიღება.

თუმცა ვებვერსიაზე გადასვლამდე, მეტა მოგვიწოდებს, რომ უსაფრთხო შენახვა გავააქტიუროთ და PIN კოდიც დავაყენოთ ჩატის ისტორიის შესანახად — როგორც კი მომხმარებლები Facebook.com-ზე გადავლენ, მათი ჩატის ისტორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა პლატფორმაზე.

რაც შეეხება უსაფრთხო შენახვის ფუნქციას, მისი შემოწმება პროფილის სურათის ზემოთ არსებულ პარამეტრებზე გადასვლით შეგიძლიათ, რა დროსაც უკვე უნდა აირიოთ Privacy & safety და შემდეგ End-to-end encrypted chats — აქედან Message storage-ს დააკლიკეთ და ნახეთ, ჩართულია თუ გამორთული იგი.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი მეტამ მას შემდეგ გადადგა, რაც 2024 წლის სექტემბერში Messenger-ის აპლიკაცია Progressive Web-ით ჩაანაცვლა. მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ დესკტოპ აპლიკაციის მომხმარებლები გარკვეულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ აღნიშნული ცვლილების გამო…

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

Heinz-მა ჰელოუინისთვის შავი მაიონეზი შექმნა — საშინელებათა ფილმი