in

Meta ივნისში Twitter-ის ალტერნატივას უშვებს

veon
veon

როგორც აღმოჩნდა, Twitter-ის ალტერნატივების გრძელ რიგს კიდევ ერთი, თუმცა მეტად მსხვილი კონკურენტი უერთდება — Meta ტექსტზე დაფუძნებული სოციალური მედია აპლიკაციის საკუთარი ვერსიის გამოშვებას გეგმავს. მარკ ცუკერბერგი კი იმედოვნებს, რომ ეს მომხმარებლების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. თანაც, როგორც ჩანს, მასკის შეცდომების წყალობით, ბევრი მზადაა ეს სიახლე მიიღოს.

გასულ ოქტომბერში, როცა ილონ მასკმა Twitter-ში სწრაფი და საკმაოდ არაპოპულარული ცვლილებები შემოგვთავაზა, კომპანიამ გააცნობიერა, რომ მისი ყველაზე აქტიური მომხმარებლები პლატფორმას ტოვებდნენ. მეტიც, კვლევის თანახმად, საიტის მომხმარებელთა 60%-მა Twitter-ის შესვენება რამდენიმე კვირით ან უფრო მეტი ხნით აიღო… 

საინტერესოა ისიც, რომ დღემდე ამ მომხმარებლებისთვის რეალური ალტერნატივა არ გამოჩენილა. თითქოს Mastodon ცდილობს ამას, მაგრამ არც ისეა მომხმარებელზე მორგებული, როგორც ტვიტერი. ასევე, დიდ ინტერესს იპყრობს BlueSky, თუმცა ჯერ მაინც ბეტა ვერსიაა და ბევრ მომხმარებელს არ შეუძლია მისით სარგებლობა. აი, რაც შეეხება Meta-ს ტვიტერის ალტერნატივას, იგი ივნისში ჩაეშვება. 

პოსტები 500 სიმბოლოსგან შეიძლება შედგებოდეს. აქვე, ვიდეოებისა და სურათების ატვირთვასაც მოახერხებთ. ხოლო იმის გამო, რომ აპლიკაცია დეცენტრალიზებულია, იგი თავსებადი იქნება ტვიტერის სხვა ალტერნატივებთან. ექსპერტების თქმით, ეს დეცენტრალიზება საკმაოდ დიდ უპირატესობას ანიჭებს მეტას.

Mastodon-თან დაკავშირებით მეტა იმ საჯარო ფიგურებისთვისაც გახდება მიმზიდველი, რომლებიც იქ ტვიტერიდან უკვე გადავიდნენ და სურთ უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლა. კონტენტ კრეატორებისთვის მეტას ჩაშენებულ მომხმარებელთა ბაზაზე წვდომა იმაზე მიმზიდველი უნდა იყოს, ვიდრე ეცადოს, იპოვოს მიმდევრები ახალ პლატფორმაზე, — აცხადებს დევიდ შვაიდელი, მარკეტინგის პროფესორი. 

რაღა თქმა უნდა, კონტენტ კრეატორები პლატფორმის წარმატების გასაღებია — ჩვეულებრივ, თუ ტვიტერზე მომხმარებლების პოსტები ჯამურად 10%-ს შეადგენდა, კრეატორები ტვიტების 90%-ზე იყვნენ პასუხისმგებელნი. შესაბამისად, კომპანიის გლობალური შემოსავლის ნახევარიც მათზე მოდიოდა. 

მეტა ფსონს იმაზე დებს, რომ იგი კონტენტ კრეატორებს მეტად აქტიურს გახდის პლატფორმაზე, რაც მას საშუალებას აძლევს, მეტი შემოსავალი მიიღოს რეკლამებიდან. ეს მიკრობლოგის პლატფორმას მეტასთვისაც მეტად მიმზიდველსაც ხდის, — განმარტავს შვაიდელი. 

კარიერა და სტაჟირება ეროვნულ ბანკში

რა ხდება ქართულ კლიპმეიქინგ ინდუსტრიაში დღეს? ინტერვიუ გიორგი მეშველიანთან