in

Meta და UFC მაყურებლის ჩართულობის გასაზრდელად გაერთიანდნენ

Meta-მ და UFC-მ პარტნიორობის დაწყების შესახებ გვამცნეს. პარტნიორობა მიზნად ისახავს შერეული საბრძოლო ხელოვნების მოყვარულთა წრის გაფართოებას მთელ მსოფლიოში. ეს თანამშრომლობა UFC-ს საშუალებას მისცემს გამოიყენოს Meta-ს ტექნოლოგიური პლატფორმები და სერვისები, მათ შორის Meta AI, Meta სათვალეები, Meta Quest და სოციალური ქსელები – Facebook, Instagram, WhatsApp და Threads.

TKO ჯგუფის შვილობილი კომპანია UFC და Meta ერთობლივად იმუშავებენ Meta-ს AI სათვალეების ინტეგრაციაზე UFC-ის ღონისძიებებზე, რაც გულშემატკივრებს კონტენტის ყურების ინოვაციურ საშუალებებს შესთავაზებს.

UFC-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დანა უაიტმა აღნიშნა, რომ Meta-ს ტექნოლოგიურ სფეროში საუკეთესო ტალანტები ჰყავს და გულშემატკივრების ჩართულობას ახალ დონეზე აიყვანენ. მისი თქმით, Meta უკვე მუშაობს რამდენიმე ინოვაციაზე მებრძოლების ახალი რეიტინგის სისტემისთვის.

ფინანსური პირობები არ გამჟღავნებულა, თუმცა თანამშრომლობა ითვალისწინებს Meta-ს ბრენდის გამოჩენას UFC-ს ოქტაგონსა და სატრანსლაციო არხებზე. სოციალური ქსელი Threads ექსკლუზიურ ორიგინალურ UFC კონტენტს გაავრცელებს.

Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა დიდი ენთუზიაზმი გამოხატა ამ სპორტის მიმართ და UFC-სთან თანამშრომლობით გულშემატკივრებისთვის ახალი გამოცდილების შეთავაზების მოლოდინი. ზაკკერბერგი თვითონაც ეუფლებოდა შერეულ საბრძოლო ხელოვნებას და 2023 წელს, თავისი პირველი ჯიუ-ჯიცუს ტურნირის დასრულების შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. იმავე წელს გავრცელდა ინფორმაცია ზაკკერბერგსა და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს შორის შესაძლო ორთაბრძოლის შესახებ, თუმცა ეს ღონისძიება არ შემდგარა.

ზაკერბერგი და უაიტი პროფესიულადაც დაკავშირებულნი არიან – უაიტი 2024 წლის იანვარში Meta-ს დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.

ტრამპი UFC-ს ხანგრძლივი გულშემატკივარია და ხშირად ესწრება მნიშვნელოვან ბრძოლებს. მისი კავშირი უაიტთან 2001 წლიდან იწყება, როდესაც უაიტმა UFC-ს ღონისძიება გამართა ტრამპის ყოფილ კაზინო-სასტუმროში ატლანტიკ სიტიში. წლების განმავლობაში ტრამპი ხშირად ჩნდებოდა უაიტთან ერთად UFC-ს მატჩებზე, განსაკუთრებით 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, რაც ახალგაზრდა მამაკაცი ამომრჩევლებისთვის მიმზიდველობის ნაწილი იყო.

უაიტი გამომსვლელი იყო 2016, 2020 და 2024 წლების რესპუბლიკურ კონვენციებზე და ნოემბრის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების წვეულებაზე სცენაზე გამოჩნდა.

განცხადების შემდეგ, Meta Platforms Inc-ის აქციები შუადღის ვაჭრობისას მცირედით გაიზარდა, ხოლო TKO Group Holdings Inc-ის აქციები 2%-ზე მეტით.

წყარო: Fastcompany

აინშტაინს ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იყო — JWST საპირისპიროში გვარწმუნებს!

„უნიქორნ სოლუშენსი” – ბრენდი, რომელიც ქმნის სტანდარტებს ჰორეკა სექტორში