in

სიახლე თუ იდეების ნაკლებობა? — Meta-ს ვერიფიკაციის ნიშნის ყიდვა ყველას შეეძლება

veon
veon

Meta-ს „ახალი“ ფუნქცია, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ანგარიშისთვის ვერიფიკაციის ნიშნის მინიჭება, საკმაოდ ნაცნობია. სულ ცოტა ხნის წინ ტვიტერმა ანალოგიური სიახლე წარადგინა და მარკ ცუკერბერგის ინიციატივაშიც არაფერია განსხვავებული. მისი თქმით, სიახლის დანერგვა მხოლოდ ერთი მიზეზით გადაწყვიტა: ავთენტურობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად.

მიუხედავად მსგავსი დატვირთვებისა, ანალიტიკოსები მეტას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ კომპანია ინოვაციების ნაკლებობას განიცდის. სწორედ ამას უკავშირებენ გასულ წელს 11 000 თანამშრომლის გათავისუფლებას და მილიარდობით დოლარის მეტავერსზე დახარჯვას — ტექნოლოგიაზე, რომელსაც ცხადი ბიზნეს მოდელი არ გააჩნია. „მეტა ყოველთვის მიდრეკილი იყო იდეების კოპირებისკენ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ახლა ამ ფუნქციას ნერგავენ“, — აღნიშნავს ტამა ლივერი, ავსტრალიის უნივერსიტეტის ინტერნეტ კვლევების პროფესორი.

თუმცა ფაქტია, სოციალური ქსელის მიზანი, რამდენად ნაკლებ ავთენტურიც უნდა იყოს ის, განსაკუთრებით დაეხმარება კრეატორებსა და ინფლუენსერებს. უფრო კონკრეტულად, ვერიფიკაციის ნიშნის გამოყენება მათ ხელს შეუწყობს, ავთენტური კონტენტი უფრო ფართოდ გაავრცელონ და ალგორითმიც მათ პოსტებს მიანიჭებს უპირატესობას. ეს იდეალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰყავს დიდი აუდიტორია.

გარდა ამისა, ვერიფიკაციის ნიშნის მეტი ხელმისაწვდომობა „ცნობილი“ ადამიანების ყალბი ექაუნთების შექმნას შეუშლის ხელს.

ამ „ზღვის აგურებით“ წყალში მცურავ სახლებს ააშენებენ

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი „თეგეტა მოტორს ბაქოს“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრს ესტუმრა