in

Meta-ს ახალი VR ჩაფხუტები — „რეალობისგან განუსხვავებელი“ სამყაროები

veon
veon

Butterscotch, Starburst, Holocake 2 და Mirror Lake — ეს Meta-ს ახალი VR ჩაფხუტების დასახელებებია. კომპანიის თქმით, ეს მოდელები იმდენად დამაჯერებელ ვირტუალურ სამყაროებს გვთავაზობს, რომ მათი რეალობისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი იქნება.

„ვფიქრობ, რეალიზმისკენ დიდ ნაბიჯს ვდგამთ. არა მგონია, შორს ვიყოთ იმ მომავლისგან, როდესაც ვირტუალური სამყარო რეალობისგან კიდევ უფრო ძნელად გასარჩევი გახდება“, — აღნიშნავს მარკ ცუკერბერგი.

ამასთან, როგორც ცუკერბერგმა განმარტა, თითოეული პროტოტიპი სხვადასხვა ვიზუალური გამოწვევის მოსაგვარებლად შეიქმნა. კერძოდ, ერთგვარი ხარვეზები ადამიანის ვიზუალურ სისტემებს არსებული ვირტუალური რეალობის „რეალურ ინტერპრეტაციაში“ უშლიდა ხელს — ანუ, ვირტუალურ სამყაროს ნამდვილივით ვერ აღვიქვამთ. ამ ასპექტებს შორისაა ნებისმიერ სიღრმეზე ფოკუსირების უნარი, ლინზების გაფუჭებისგან დაცულობა და ადამიანის ბადურაზე მაღალი გარჩევადობის მიღწევა.

„იდეალური შედეგის მისაღწევად უპრეცედენტო ტიპის VR სისტემები უნდა შევქმნათ. საჭიროა მსუბუქი დისპლეი, რომელიც იმდენად განვითარებულია, რომ შეუძლია მოგვაწოდოს ის, რაც ჩვენს თვალებს სჭირდება ბუნებრივად ფუნქციონირებისთვის. შედეგად, შეიქმნება ისეთი ილუზია, თითქოს, რასაც ვუყურებთ, რეალური სამყაროს ნაწილია“, — განმარტავს ცუკერბერგი.

ჯერჯერობით ამ ოთხი პროტოტიპიდან არცერთს გაუვლია ე. წ. „ვიზუალური ტურინგის ტესტი“, თუმცა წინასწარი მოლოდინები უკვე საკმაოდ დიდია. შესაძლოა, ეს ინოვაციური ჩაფხუტები მართლაც VR ტექნოლოგიის გარღვევად იქცეს, რომელიც მეტვერსში მნიშვნელოვნ დგილს დაიკავებს.

ყოველი დღე შეიძლება იყოს Fryday!

სოციალური იზოლაცია ტვინის სტრუქტურას ცვლის — კვლევა