in

Meta მალე WhatsApp-ის ანგარიშის Instagram-თან და Facebook-თან დაკავშირების შესაძლებლობას მოგცემთ

M2

სულ ახლახან მეტასგან ასეთი ამბავი გავიგეთ — მომხმარებლებს მალე თავიანთი WhatsApp-ის ექაუნთების Accounts Center-თან დაკავშირება შეეძლებათ, ჰაბთან, რომელშიც მათ Facebook-ის, Instagram-ისა და Meta Quest-ის ექაუნთების ურთიერთდაკავშირებული გამოცდილებების მართვა შეეძლებათ. 

გამოდის, მალე მომხმარებლები WhatsApp Status-ის ინსტაგრამის ან Facebook-ის სთორებში გადაზიარებას შეძლებენ, რითაც რამდენიმეჯერ დაპოსტვის საჭიროებასაც აირიდებენ თავიდან. ეს, ასევე, საშუალებას მისცემს მათ, ერთი ექაუნთით რამდენიმე აპლიკაციაში შევიდნენ, ამას კი Single Sign On-ის ფუნქციით მოახერხებენ — ავთენტიფიკაციის მსგავსი ხელსაწყოა, რომელიც მომხმარებლებს, მაგალითად, Facebook ანგარიშის ინფორმაციის გამოყენებას სთავაზობს ინსტაგრამში შესასვლელად.

თუმცა WhatsApp-ის Accounts Center-ში დამატება ნებაყოფლობითია და დაკავშირების შემთხვევაში, არც კონფიდენციალურობაზე უნდა იდარდოთ, რადგან შეტყობინებები თუ ზარები დაშიფრული დარჩება.

აღსანიშნავია, რომ Accounts Center, რომელსაც მეტას აპლიკაციების პარამეტრებში იპოვით, პირველად 2020 წელს გაგვაცნეს, რათა მომხმარებლებისთვის კომპანიის მომსახურებების საერთო გამოცდილება შეეთავაზებინათ. ახლა კი ვიგებთ, რომ მეტა მას კიდევ რამდენიმე ახალ ფუნქციას დაამატებს, რომელთა შორისაა ავატარების მართვა, Meta AI სტიკერები და Imagine Me ქმნილებები. 

რაც შეეხება WhatsApp-ის ინტეგრაციას, ეს გლობალურად მოხდება და ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მომდევნო თვეებში გახდება. ამის გადამოწმება კი აპლიკაციის პარამეტრებში შეგეძლებათ.

Pinterest-მა 2025 წლის ფერთა პალიტრა გამოაქვეყნა

როგორ ვიზრუნოთ გარემოზე? – „თეგეტა გრინ პლანეტის“ ინფორმაციული ვიდეორგოლები