in

მეტა Workplace-ის გაუქმებას იწყებს

veon
veon

Meta-მ Workplace-ის გაუქმების შესახებ განაცხადა — ეს არის ბიზნესებისთვის განკუთვნილი ციფრული ხელსაწყოების ერთობლიობა, რომელიც სულ რაღაც ერთ წელში აღარ იქნება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტისა და მეტავერსიული ტექნოლოგიებისკენ აღებულ გეზს შეესაბამება, ვინაიდან ამ მიმართულებით განვითარება სრულად შეცვლის ჩვენი მუშაობის ფორმებს.

როგორც იცით, 2016 წელს გამოშვებული Workplace ფეისბუქის ნაცნობ ფუნქციებს აერთიანებს, რომლებიც ბიზნესისთვის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გამარტივებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლისთვის უკვე შვიდი მილიონი ფასიანი აბონენტი ჰყავდა, ბაზარზე დომინანტ სივრცედ მაინც ვერ იქცა ისეთი ცნობილი მოთამაშეების გვერდით, როგორებიცაა Slack და Microsoft Teams.

ტექნიკური გიგანტის განცხადებით, Workplace ეტაპობრივად გაითიშება — მომხმარებლებს სრული წვდომა ექნებათ 2025 წლის აგვისტომდე, მხოლოდ წაკითხვისა და და მონაცემთა ჩამოტვირთვას კი 2026 წლის მაისამდე მოახერხებენ. ამავდროულად, Meta რეკომენდაციას უწევს Workvivo-ზე გადასვლას, — საკომუნიკაციო პლატფორმას, რომელიც გასულ წელს Zoom-მა შეისყიდა.

„თავისუფლება გულს დასახული” – ზვიად მღებრის ახალი კომპოზიცია

Spotlight Tech 2024-ის სპიკერები ცნობილია!