MetaAI-ის WhatsApp-ში, Instagram-ში, Facebook-სა და Messenger-ში ინტეგრირების შემდეგ, მას ცალკე AI აპლიკაციად უშვებენ ზუსტად ისე, როგორც ChatGPT და სხვა AI ასისტენტები გვხვდება. მომხმარებლების მოსაზიდად მეტა ცდილობს, სწორედ ის გამოიყენოს, რაც კონკურენტი OpenAI-სა და Anthropic-ისგან განასხვავებს — უკვე აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ ხართ, რა მოგწონთ და ვისთან ერთად ატარებთ დროს წლების განმავლობაში დაგროვილი მონაცემების საფუძველზე, რომლებიც, სავარაუდოდ, Facebook-ზე ან Instagram-ზე გააზიარეთ.
ამას თვითონაც ადასტურებენ — „მეტას AI აპლიკაციას საკუთარი თავი სხვა AI ასისტენტებისგან იმ ინფორმაციების გამოყენებით შეუძლია განასხვაოს, რომლებიც უკვე გააზიარეთ მეტას პროდუქტებზე“.
თუ გსურთ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ მას და სამომავლო საუბრებისთვის მათი დამახსოვრებაც მოსთხოვოთ. მაგალითად, უთხრათ, რომ ლაქტოზის აუტანლობა გაქვთ, რასაც შემდგომში ღვინისა თუ ყველის რეკომენდაციების დროს გაითვალისწინებს…
თუმცა, როგორც ყველა სხვა AI პროდუქტის შემთხვევაში, მომხმარებლებს აქაც ეცოდინებათ, როგორ იყენებს მეტა მონაცემებს, რომლებსაც მის ჩეტბოტებს უზიარებთ. მიზნობრივი რეკლამირების ბიზნესისთვის კი მეტა მომხმარებელთა მდიდარ მონაცემებს ეყრდნობა, რაც მისი შემოსავლების ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ AI აპლიკაცია მომხმარებლებს Discover-ის გვერდს სთავაზობს, სადაც მათ შეეძლებათ, გააზიარონ მეგობრებთან, თუ როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს:
ფიქრობენ, რომ ეს გვერდი გენერაციულ AI ტრენდებს გააძლიერებს, იქნება ეს საკუთარი თავის თოჯინის ვერსიის შექმნა თუ Ghibli-ის პერსონაჟები…
MetaAI-ის აპლიკაციის გადმოწერას როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე შეძლებთ.