ქართული სტუმარმასპინძლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ახალ ფორმას იღებს. თანამედროვე რეალობაში, ახალი თაობა განსხვავებული მიდგომით ეკიდება სტუმრების მიღების რიტუალს. ფილმების საყურებლად შეკრება, სამაგიდო თამაშები, ესთეტიკურად გაწყობილი ხორცისა და ყველის დაფები – ეს არის ის ახალი ფორმატი, რომელიც ახლანდელი თაობისთვის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
სწორედ ამ ტენდენციის საპასუხოდ დაიბადა „მეტაბლე“ – ახალი ქართული ბრენდი, რომელიც ნიკორას მაღალტექნოლოგიურ საწარმოში იქმნება და პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტებს წარმოადგენს.
ბრენდის სახელი თავად გვიამბობს ამბავს – „მეტაბლე“ ისეთი ადამიანის ზედსართავი სახელია, ვისაც ადამიანების გამასპინძლება, ესთეტიკური დაფების შექმნა და თანამედროვე ფორმით ძველი ტრადიციების გაგრძელება უყვარს. სახელს საფუძვლად ძველი ქართული სიტყვა – „ტაბლა“ უდევს.

მეტაბლეს მთავარი გამოწვევა იყო ბაზარზე ქართული გემოთი შექმნილი პროდუქტის ევროპული ხარისხის სტანდარტებით წარდგენა, რითაც იმპორტული ბრენდების ჩანაცვლებასა და ქართული წარმოებისადმი სიამაყის გაღვივებას შეძლებდა.
როგორ შემუშავდა ბრენდი და რა სტრატეგიით მუშაობდნენ მისი შემქმნელები, – ამ საკითხების შესახებ, „ნიკორას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ლონდარიძე, უფროსი ბრენდ მენეჯერი თეკლა გავაშელაშვილი, „მიმოზების“ შემოქმედებითი ჯგუფიდან კი ნინო გორდელაძე და ლადო მალაზონია გვესაუბრნენ.
M: როგორ დაიწყო „მეტაბლეს“ ბრენდის შექმნის იდეა და რატომ სწორედ ეს სახელი?
ნინო გორდელაძე: ქართულ სტუმართმოყვარეობაზე ბევრი რამ თქმულა, ლიტერატურაშიც, ხელოვნებაშიც და მარკეტინგულ კომუნიკაციებშიც. მისი საფუძველი, გამოცდილების გაზიარების სურვილი და ახლობლებთან „კულინარიული შედევრებით“ თავის მოწონება, დღემდე უცვლელი რჩება. თუმცა, ახალ თაობებში სტუმართმოყვარეობის ფორმა შეიცვალა. გრძელი სუფრები ფილმების ერთად ყურებამ, სამაგიდო თამაშებმა, ხორცისა და ყველის დაფების ირგვლივ შემოსხდომამ და კარგი ღვინის წრუპვამ ჩაანაცვლა.
ამიტომ დავარქვით ჩვენს ბრენდს „მეტაბლე“. ჩვენი ხორცპროდუქტების ადგილი სწორედ „ტაბლის“ ცენტრშია, ბრენდი კი ყველაზე მეტად იმ მილენიალებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სტუმრების მიღება და ესთეტიკურად გაწყობილი დაფების ირგვლივ გრავიტაციის შექმნა ძალიან უყვარს – სხვა სიტყვებით, „მეტაბლეებისთვის“.
M: ლადო, როგორ იყო ბრენდის სტრატეგიის შემუშავების პროცესი?
ლადო მალაზონია: „მეტაბლეს“ ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გახლდათ. ერთი მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელებისგან მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტით ხმამაღალი განაცხადის გაკეთების ხედვა მოდიოდა, მეორე მხრივ კი „მიმოზას“ გუნდის შემოქმედებითი ამბიცია, რომ რაღაც ისეთი გაკეთებულიყო, რაც ჩვენს ინდუსტრიაში ახალ სიტყვას იტყოდა.
ბრენდის სტრატეგიული როლი პროდუქტის ჭეშმარიტებისა და თანამედროვე ქართული კულტურის თანაკვეთაზე ვიპოვეთ და ახალი სტუმარმასპინძლობის რიტუალში გამოვხატეთ. მასპინძლობის ფორმები იცვლება, მილენიალ ოჯახებში გრძელი სუფრა აღარაა გრავიტაციის მთავარი ცენტრი და მას ხშირად სამაგიდო თამაშები, ან ფილმების თუ სერიალების ერთად ყურება ანაცვლებს.

M: როგორია თანამედროვე ქართული სამზარეულოს ტენდენციები, რასაც ახალი ბრენდის შექმნით აუწყვეთ ფეხი?
გიორგი ლონდარიძე: თანამედროვე მასპინძლობის ტენდენციები შეიცვალა. გარდა იმისა, რომ ზოგადად კვების ინდუსტრია ცდილობს გაუმარტივოს ადამიანებს კვების პროცესი და გადაწყვეტილებების მიღება ამ მხრივ, ასევე ტრადიციული სუფრების ჩანაცვლება ხდება ხორცის დაფებით, ტკბილეულით და სნექებით. დასაქმებულ ადამიანებს აღარ აქვთ დრო, მოამზადონ ტრადიციული ქართული კერძები, ამიტომ უფრო მარტივ გზებს ეძებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გამასპინძლების ამ მარტივი გზისთვის შეგვექმნა ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც ჩაანაცვლებდა იმპორტულ ბრენდებს, რადგან ტრადიციული და თანამედროვე სტუმარმასპინძლობის სიამაყე, არის ქართული კერძი და პროდუქტი.
M: როგორ წარმოგედგინათ „მეტაბლეს“ ბრენდი, ხასიათი და კონცეფცია?
თეკლა გავაშელაშვილი: „მეტაბლე“ ჩვენს წარმოდგენაში თავიდანვე იყო თამამი, განსხვავებული, სახასიათო ბრენდი, რომელიც ერთი შეხედვითაც მიიქცევდა მომხმარებლის ყურადღებას. გვინდოდა ვიზუალურადაც და ხარისხითაც განსხვავებული ყოფილიყო ყველა იმ ბრენდისგან, რაც აქამდე თაროებზე გვინახავს.

M: რას სთავაზობს „მეტაბლე“ მომხმარებელს და სად იქნება ხელმისაწვდომი?
გიორგი ლონდარიძე: „მეტაბლე“ არის პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტი, რომელიც რამდენიმე სახეობას აერთიანებს – ესენია ძეხვი, სოსისი და შაშხი. ამ ეტაპზე, გვაქვს 20-მდე დასახელება და ეტაპობრივად, ახალი პროდუქტებიც დაემატება.
M: ლადო, როგორ ხედავ ბრენდის საკომუნიკაციო კონცეფციას?
ლადო მალაზონია: ასეთ მომენტებში ხორცის და ყველის დაფების შექმნის ხელოვნება იჩენს თავს. ბრენდიც, პირველ რიგში, სწორედ ასეთი მასპინძლებისთვის – „მეტაბლეებისთვისაა“ შექმნილი. მათთვის ესთეტიური მასპინძლობა ზრუნვის აქტია და სიამაყის გრძნობასაც აჩენს.
ბრენდის საკომუნიკაციო კონცეფცია თანამედროვე ქართულ შარმში ითარგმნა. ვიზუალურ და საკომუნიკაციო ენად კი პასტორალის ჟანრის ახლებური განსახიერება შეირჩა.

M: როგორ ხედავთ ბრენდის ვიზუალურ იდენტობას?
ნინო გორდელაძე: ბრენდის ვიზუალურ იდენტობასა და საკომუნიკაციო კამპანიასაც საფუძვლად სტუმართმოყვარეობის და დროის ტარების თანამედროვე შარმი უდევს. მეგობრების ჯგუფი, რომელიც სახლში, ბუნებასა და განიერ ვერანდაზე, თავგადასავლებით სავსე თუ შრომატევადი დღის შემდეგ იკრიბება, თავს კი საინტერესო ამბებით ირთობს და გემრიელადაც მიირთმევს – ეს არის ახალი, ქართული პასტორალი. ეს არის „მეტაბლე“.

M: როგორია თქვენი მოლოდინი – როგორ შეცვლის ბაზარს ეს ახლებური ხედვა?
თეკლა გავაშელიშვილი: თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ბაზარზე არ არის სხვა პრემიუმ ხარისხის ქართული პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით ნედლად შებოლილების და შაშხების დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს, ვფიქრობთ, „მეტაბლე“ აითვისებს ამ ნიშას და თანამედროვე მასპინძლობის ქართულ ბრენდად იქცევა.
ლადო მალაზონია: თავად პროდუქტი ძალიან გემრიელია, არაჩვეულებრივი ვიდეო-რგოლით ეცნობა საზოგადოებას და იმედი მაქვს როგორც ყურადღებას ისე დიდ მოწონებასაც დაიმსახურებს. ნუ, რამდენადაც შეგვიძლია თუ რამდენადაც შევძლებთ ყოველდღიური რიტუალებით პატარა სიამოვნებების მიღებას, ჩვენი ბედნიერი ერი.











