1969 წელს, 5 წლის ედვანმა, ბაბუასთან და მამასთან ერთად შექმნა ბიომეტრული ჩიტის პროტოტიპი. მის დასახვეწად კი 2010 წელს, 8 კაციანი გუნდი შეკრიბა. ასე შეიქმნა კომპანია XTIM, რომლის გუნდიც ერთი მიზნის – სრულყოფილი, დისტანციურად მართვადი მოწყობილობის – ჩიტის შექმნის გარშემო გაერთიანდა. წელს კი, 50 წლიანი მუშაობის შემდეგ, შეიქმნა Metafly – დისტანციური ფრენის ახალი გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება დრონისგან.
MetaFly დრონზე მოქნილია, მას შეუძლია მანევრირება, ისევე, როგორც ჩიტს – დახურულ და ღია სივრცეებში. ის შეგიძლიათ თქვენს ოთახშიც აფრინოთ, ხოლო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის რამეს დაეჯახება, არ დაზიანდება, რადგან აქვს სპეციალური, დრეკადი ფრთები და ამასთან, მიწაზე დაშვებისას იყენებს ჩიტის ტექნიკასთან მიახლოებული ტექნოლოგიას. მას 100 მეტრის დისტანციაზე შეუძლია ფრენა და აქვს სიჩქარის რეჟიმები, რომელთა გადართვაც მექანიკურად, მოწყობილობის კუდზე შეგიძლიათ.
MetaFly, ჯერჯერობით, არ არის აღჭურვილი კამერით, რაც ნიშნავს, რომ დრონისთვის კონკურენციის გაწევა ჯერ არ შეუძლია. თუმცა, მომავალში, შესაძლოა, მსგავსმა ტექნოლოგიამ ბუნების კადრებთან ერთად, ხმის ჩაწერის შესაძლებლობაც მოგვცეს (რადგან დრონის კადრებს ხმის პრობლემა აქვთ, დრონის ძრავის ხმიდან გამომდინარე). MetaFly-ს ყიდვა ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი, მისი ფასი კი 99 დოლარიდან დაიწყება.