ამერიკულმა ჯგუფმა Metallica საკუთარი ლუდი გამოუშვა. მუსიკოსები სასმელს ლუდსახარშ Stone Brewing-თან ერთად აწარმოებენ. ბრენდს, ერთ-ერთი ჰიტის (“Enter Night“) პატივსაცემად, Enter Night Pilsner დაარქვეს. ამ ეტაპზე, საფირმო ლუდი აშშ-ში, ბენდის კონცერტებზე იყიდება.
აღსანიშნავია, რომ Enter Night Pilsner ჯგუფისთვის პირველი ბრენდი არ არის. 2015 წელს, Metallica-მ, საფირმო ლუდი, Budweiser-თან ერთად გამოუშვა და 91 000 ქილა კვებეკში, ორ კონცერტზე გაყიდა.











