in

ნახეთ: როგორია Metallica-ით შთაგონებული ვინილი

Netflix-ის Stranger Things-ის წყალობით Metallica მორიგი რენესანსით ტკბება. თუმცა ჯგუფის ნამდვილი გულშემატკივრებისთვის ისინი ყოველთვის რენესანსის ფაზაში იყვნენ. მთელი ამ დროის მანძილზე უსმენდნენ მათ და ჯგუფის ნებისმიერი აქსესუარი მათთვის მნიშვნელოვანიც იყო. ახლა კი სწორედ ასეთი ადამიანებისთვის Metallica-ს ვინილს ქმნიან. 

ამისთვის, ავსტრალიურმა აუდიოკომპანიამ ჯგუფთან პარტნიორობა დაიწყო. მსგავსად, ხელნაკეთი მოწყობილობაც მივიღეთ, რომლის საფუძველსაც ჯგუფის ვარსკვლავის ლოგო წარმოადგენს, მასზე მრგვალი შუშაა დამაგრებული და ფირფიტა მაგრდება.

მოწყობილობას წინასწარ მორგებული Pick it S2 C კარტრიჯი აქვს. მისი დიზაინი კი ნამდვილად განსაკუთრებულად გამოიყურება. ქამარზე მომუშავე ძრავი სიჩქარის ელექტრონული კონტროლით კი არის ის, რაც მთლიან მოწყობილობას კიდევ უფრო ძლიერს ხდის. რაც შეეხება ფასს, მის შეძენას 1599 დოლარად შეძლებთ.

NASA-ს ანტარქტიდის სატელიტური სურათები ცხადყოფს, რომ კონტინენტი სწრაფად იშლება

როგორ გავზარდოთ გაყიდვები SMS მარკეტინგით?