რუსთავში პირველი ანდერგრაუნდი – METALURGIA იხსნება. 21 დეკემბრიდან, სივრცე ელექტრონული მუსიკის მსმენელებს კვირაში ერთხელ უმასპინძლებს. მიწისქვეშა METALURGIA რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ახლოს, ბარ „თაობას“ ტერიტორიაზე მდებარეობს და სწორედ მის წარმომადგენლებს ეკუთვნის რუსთაველებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ამ სახის სივრცის შეთავაზების იდეაც. როგორც „მეტალურგიას“ თანადამფუძნებელი, თორნიკე ქირია გვიყვება, „რუსთავში აქამდე არ იყო ადგილი, სადაც ახალგაზრდა, თუ არაახალაგზრდა თავს თავისუფლად იგრძნობდა, იქნებოდა ის, ვინც არის და თან, მოუსმენდა ელექტრონულ მუსიკას“.
მე ვარ 25 წლის, დავიბადე და გავიზარდე რუსთავში. ხშირად ვყოფილვარ უცხოეთში გაცვლითი პროგრამებით და ყველას ვაცნობ ჩემს ქალაქს მეტალურგთა ქალაქად. მაგრამ საწმუხაროდ, მეტალურგიულ ქარხანაში ერთხელაც არ ვყოფილვარ. ძაან სასაცილოა, თუმცა, ასეა რუსთაველი ახალგაზრდების 90%. ჩვენ ვართ მეტალურგიული ქალაქიდან და მეტალურგიაში ფეხიც კი არ დაგვიდგამს. კარები ძალიან მაგრად აქვთ ჩაკეტილი! მაგ ქარხნის გამო აშენდა მთლიანად რუსთავი. გვინდა ეს შევცვალოთ და ახლა მეტალურგია შეიქმნას რუსთავისთვის. რუსთავს აკლია მიწისქვეშა კულტურა, ახალგაზრდებს არ აქვთ ქალაქის შიგნით გართობის ფუფუნება. არადა, ჩვენ ვართ მეტალურგები, რკინა-ბეტონის ქალაქიდან და სად უნდა ისმოდეს ტექნო, თუ არა რუსთავში“, – გვიყვება თორნიკე ქირია, METALURGIA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.