in

Meta-მ ახალი სუპერკომპიუტერი წარადგინა!

პროგნოზების თანახმად, ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი იქნება

Meta-მ ახალი სუპერკომპიუტერი, AI ​​Research SuperCluster (RSC) წარადგინა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია მსოფლიოში.

კომპანია, რომელიც ადრე ფეისბუქის სახელით იყო ცნობილი, უკვე წლებია, ხელოვნური ინტელექტის სფეროშია ჩაფლული… რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ყოფილა მისთვის რთული მისაღწევი — Facebook-ის, Instagram-ის, Whatsapp-ის და სხვათა მეშვეობით, კომპანია ბევრად მეტ მონაცემს აწარმოებს, ვიდრე ნებისმიერ უბრალო მოკვდავს შეუძლია.

Meta RSC სწორედ ამ მონაცემებს და მასიური დამუშავების ძალას გამოიყენებს, რათა AI ალგორითმები გაწვრთნას. შედეგად, მივიღებთ ფოტოებში ობიექტების უკეთ ამოცნობას, აუდიო ფაილებში სიტყვების განსაზღვრას, სწრაფ თარგმანს, დეზინფორმაციისა და სიძულვილის დადგენის გაუმჯობესებულ მექანიზმებს. ცხადია, ამ ყველაფრისთვის კომპანია მეტავერსის ძალასაც გამოიყენებს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, სუპერკომპიუტერი შედგება 6080 Nvidia A100 GPU-სგან, რომლებიც ერთმანეთს Quantum InfiniBand ქსელის მეშვეობით უკავშირდება. ეს უკანასკნელი წამში 200 გიგაბიტი მონაცემის გადაცემას უზრუნველყოფს. საორიენტაციო ტესტებში RSC-მა ბუნებრივი ენის დამუშავების მოდელების მომზადება სამჯერ უფრო სწრაფად შეძლო, ვიდრე წინა Meta AI სუპერკომპიუტერმა. ამასთან, 20-ჯერ სწრაფი იყო კომპიუტერული ხედვის ამოცანების შესრულებაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Meta-ს თანახმად, RSC-ს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მთელი რიგი ზომები გააჩნია. თანაც, იგი საერთოდ არ არის ინტერნეტთან დაკავშირებული და კომპიუტერს მონაცემები მხოლოდ კომპანიის ცენტრებიდან მიეწოდება. ეს მონაცემები მთელ სისტემაშია დაშიფრული და მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა მოდელების მოსამზადებლად იქნება საჭირო.

2022 წლის შუა რიცხვებისთვის RSC კიდევ 10000 GPU-ით და უფრო სწრაფი ქსელით განახლდება, რომელსაც წამში 16 ტერაბაიტი მონაცემის გადატანა შეუძლია. პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია… როგორც მიიჩნევენ, აღნიშნულ სუპერკომპიუტერს გიგანტური უპირატესობა ექნება.

შეიქმნა დრონი, რომელიც ჰაერში ფორმას იცვლის

3D სათვალე და სამაჯური, რომლებიც უსინათლოებს “დანახვაში” ეხმარება