in

8 შემთხვევა, როცა Meta-მ კონკურენტებს ფუნქციები მოჰპარა

რა თქმა უნდა, კონკურენტებისგან იდეების წამოღება, დაწყებული ფართო კონცეფციებით და დამთავრებული პატარა ფუნქციებით, სულაც არ არის უჩვეულო სოციალური მედიების სამყაროში. თუმცა ამბობენ, რომ ამ კუთხით მეტა გამორჩეულია, ამას არავინ აკეთებს მასზე სწრაფად და ეფექტურად. ამიტომ, მოდით გავიხსენოთ ის შემთხვევები, როცა მეტამ კონკურენტების მიმბაძველობით წარმატებას მიაღწია:

2016: Instagram Stories Snapchat-ის იდეა იყო

უნდა ითქვას, რომ სნეპჩეტმა 2013 წელს სრულად გარდაქმნა სოციალური მედიის ლანდშაფტი Stories-ის შემოღებით. ასე მომხმარებლებს საშუალება მისცა, დაეპოსტათ სურათები და ვიდეოები, რომლებიც 24 საათში გაქრებოდა. ფუნქცია მალევე გახდა პოპულარული, რაც იმასაც ხსნის, თუ რატომ გაგვაცნეს იგი 2016 წელს ინსტაგრამზე…

2018: Lasso TikTok-ის მიმბაძველობით შეიქმნა

2018 წელს ტიკტოკი განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში, სწორედ იმ სეგმენტში, რომლის მოზიდვაც Facebook-ს იმ დროისთვის ძალიან უჭირდა. ამიტომაც ჩაუშვა Lasso, ცალკე მყოფი აპლიკაცია მოკლე ფორმატის ვიდეოებისთვის იმ ბაზრებზე, რომლებიც ჯერ ტიკ-ტოკს არ ჰქონდა ათვისებული.

2019: Facebook Dating-ით Tinder-ს მიბაძეს

2010 წლის ბოლოსკენ საკმაოდ პოპულარული გახდა ტინდერი, 2019 წელს კი Facebook-მა შესთავაზა მომხმარებლებს Dating — მოკლედ რომ გითხრათ, მათ პარტნიორების პოვნის შესაძლებლობა მისცა. 

2020: Hobbi-ით Pinterest-ს უპასუხეს

Facebook-ის შიდა R&D-ის გუნდმა Hobbi-ის აპლიკაცია ჩაუშვა, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი ჰობების დაორგანიზებისა და ფოტოების გაზიარების შესაძლებლობას სთავაზობდა. ტექნოლოგიური მედია ამას ექსპერიმენტს უწოდებდა მოკლე ფორმატის კონტენტის შექმნისთვის, იქნებოდა ეს პერსონალური პროექტები, ჰობები თუ სხვა პინტერესტის მსგავსი კონტენტი. თუმცა, ამ ამბავმა მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანა და ამ პერიოდში 10 000-ზე ნაკლები ჩამოტვირთვა დააგროვა. 

2020: Reels TikTok-ის მიბაძვის კიდევ ერთი მაგალითია

Lasso-ს მარცხის შემდეგ, Facebook-მა ისევ სცადა ტიკტოკთან შეჯიბრება Reels-ის ჩაშვებით. სიმართლე რომ ვთქვათ, ასე YouTube-იც მოიქცა და მომხმარებლებს YouTube Shorts გააცნო. კრიტიკოსებს კი ეს კვლავ მეტას მიბაძვის კულტურაზე თითის მიშვერის შესაძლებლობას აძლევს.

2020: Neighborhoods Nextdoor-ის შემდეგ ჩაუშვეს

პანდემიის პერიოდში მეტამ Neighborhoods ჩაუშვა — ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს კონტენტის გაზიარებას მხოლოდ ადგილობრივ ტერიტორიაზე აძლევდა. თუმცა 2 წელში გააუქმეს.

2021: Bulletin-ით Substack-ს მიბაძეს

Substack-მა გაზეთები/საინფორმაციო ბიულეტენი პოპულარული გახადა, მეტამ კი ეს სათავისოდ გამოიყენა და Bulletin ჩაუშვა — სერვისმა ცნობილი მწერლებიც კი მიიპყრო, რომელთა შორის მალკოლმ გლადველი გვხვდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, დიდხანს ვერ გასტანა და 2023 წელს დავემშვიდობეთ. 

2021: Live Audio Rooms Clubhouse-ის იდეა იყო

დაბოლოს, იმასაც გეტყვით, რომ პანდემიის დროს Clubhouse პიონერი იყო სოციალურ მედიაში აუდიოს დანერგვაში, ამას მალევე მოჰყვა Twitter Spaces-იც… 2021 წლის შუა პერიოდში კი მეტამ Live Audio Rooms ჩაუშვა — რეალურ დროში ხმოვანი ჩატის ფუნქცია, რომელიც ერთ წელში წარსულს ჩაბარდა.

თურმე სიყვარულიც კი ვერ ძლებს IKEA-ს ავეჯივით

საუკეთესო დრო PLUS ბარათის ასაღებად – გაიგე მეტი შეთავაზებების, ფასდაკლებებისა და გათამაშებების შესახებ