in

Meta-მ რუსული მედიის გვერდები — RT და Sputnik დაბლოკა

Meta-მ, ევროკავშირის მასშტაბით, რუსული სახელმწიფო მედია საშუალებები — RT და Sputnik დაბლოკა. შესაბამისად, Facebook-სა და Instagram-ზე ამ გვერდებს ვეღარ შეხვდებით.

ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ გვთხოვა, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიებთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა, ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით კი, RT და Sputnik დავბლოკეთ”, განაცხადა ნიკ კლეგმა, Meta-ს საერთაშორისო საქმეთა პრეზიდენტმა.

Meta-მ რუსული მედია პლატფორმებიდან რეკლამების გაშვებაც აკრძალა. მეტიც, კომპანიამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი რუსული ქსელი წაშალა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ყალბ ინფორმაციებს ავრცელებდა… მსგავსი ცვლილებებით კი Meta-მ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

Mastercard-ისა და Visa-ს ბარათებს რუსეთში ვეღარ გამოიყენებენ

Google და TikTok-იც ბლოკავენ რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს