in ,

სასარგებლო ინსტრუმენტები Facebook-ის ინტერაქციების მართვისა და მოდერაციისთვის

გსურთ გაამარტივოთ Facebook გვერდის ჩართულობა? ეძებთ უფრო მარტივ გზას, რომ კომენტარებისა და საუბრების კუთხით მოწინავე პოზიციებზე დარჩეთ?

ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა გაუკეთოთ მოდერირება საუბრებს, რომლებიც თქვენს ბიზნეს გვერდზე მიმდინარეობს.

Meta ინსტრუმენტები მომხმარებელთა მიერ შექმნილი ფეისბუქ გვერდის პოსტების მოდერაციისთვის

ფეისბუკის გვერდი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, გამოაქვეყნონ პოსტები ან დაწერონ მიმოხილვები. თუ თქვენი გვერდი იზიდავს პოზიტიურ პოსტებსა და მიმოხილვებს, შეიძლება არ დაგჭირდეთ ამ პარამეტრების კორექტირება, მაგრამ თუ თქვენი გვერდი იღებს უამრავ შეურაცხმყოფელ პოსტს ან სპამს, მათი მოდერაცია დაგეხმარებათ თქვენი ბრენდის რეპუტაციის დაცვაში, რათა მიმდევრებს ჰქონდეთ კარგი გამოცდილება თქვენს გვერდზე.

გახსენით თქვენი Facebook გვერდი და აირჩიეთ პარამეტრები მარცხენა მენიუდან. General განყოფილებაში მოძებნეთ ვიზიტორთა შეტყობინებები და დააწკაპუნეთ რედაქტირებაზე. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, გათიშოთ სხვების პოსტები თქვენს გვერდზე ან გადახედოთ მათ, სანამ დადასტურებას მისცემთ. ეს დაგეხმარებათ, რადგან ბევრი ასეთი პოსტი ხელს უშლის კლიენტებს ან პოტენციურ კლიენტებს თქვენი პოსტების ნახვაში.

მიმოხილვების გამოსართავად გახსენით Templates and Tabs menu, მოძებნეთ მიმოხილვების ჩანართი და გამორთეთ. მიმოხილვები აღარ გამოჩნდება თქვენს გვერდზე და ვიზიტორები ვერ დატოვებენ ახლებს.

მოდერაცია Business Suite-ში

თუ ჩართული გაქვთ მიმოხილვები ან გვერდის პოსტები, შეგიძლიათ, გააკონტროლოთ შესაბამისი შინაარსი Business Suite-დან. დააწკაპუნეთ Inbox-ზე და გადადით Facebook კომენტარების ჩანართზე. როდესაც თქვენ დააწკაპუნებთ ვიზიტორთა პოსტზე ან მომხმარებელთა მიმოხილვაზე, თქვენ გაქვთ პასუხის გაცემის, კომენტარის ან გაზიარების შესაძლებლობა. თუ პოსტი შეიცავს სენსიტიურ კონტენტს, შესაძლოა განიხილოთ პირადი პასუხის გაცემაც. ამის ნაცვლად, დააწკაპუნეთ შეტყობინების ღილაკზე პირდაპირი შეტყობინების გასაგზავნად.

Meta ხელსაწყოები Facebook გვერდის კომენტარების მოდერაციისთვის

ვიზიტორთა პოსტებისა და მომხმარებელთა მიმოხილვებისგან განსხვავებით, თქვენ არ შეგიძლიათ გამორთოთ კომენტარები თქვენს გვერდზე. ეს ალბათ კარგია, რადგან გვერდის კომენტარების გამორთვა შეამცირებს დიდ ჩართულობას, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი კონტენტის განაწილებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გამორთოთ კომენტარები ყველა პოსტზე ერთი დაწკაპუნებით, შეგიძლიათ გამორთოთ ისინი შერჩევით. მაგალითად, თუ თქვენ ელოდებით ნეგატიური გამოხმაურების მიღებას გარკვეულ პოსტზე, შეგიძლიათ წინასწარ გამორთოთ კომენტარები. მათი გამორთვა მას მერეც შეგიძლიათ, თუ უკვე დააკომენტარეს და ატყობთ, რომ ისინი კონტროლს არ ექვემდებარება.

დააწკაპეთ თქვენი პოსტის სამ წერტილს და აირჩიეთ, ვის შეუძლია კომენტარის დაწერა. 

დამალეთ კონკრეტული კომენტარები Facebook გვერდის პოსტზე

თუ თქვენს ერთ-ერთ პოსტს უკვე აქვს მრავალი უარყოფითი ან სპამის კომენტარი, შეგიძლიათ, საჭიროებისამებრ მოდერირება მოახდინოთ. Business Suite-ში გახსენით თქვენი გვერდის inbox და გადადით Facebook კომენტარების ჩანართზე. როდესაც იპოვით კომენტარს, რომლის წაშლა გსურთ პოსტიდან, დააწკაპუნეთ კომენტარის დამალვაზე. კომენტატორი და მისი კავშირები გააგრძელებენ კომენტარის ნახვას, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის კომენტარი დაიმალება. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, დაბრუნდეთ პოსტში და გააახლოთ კომენტარი.

სპეციფიკური ტერმინების დაბლოკვა

ინდივიდუალური კომენტარების დამალვა არ არის თქვენი პოსტის დაცვის ერთადერთი ვარიანტი. თქვენ შეგიძლიათ, აკრძალოთ სპეციფიკური სიტყვები. გადადის გვერდის General tab-ზე და მოძებნეთ Profanity filter. მონიშნეთ ყუთი და დააჭირეთ ცვლილებების შენახვას. Meta ავტომატურად დამალავს პოსტებსა და კომენტარებს, რომლებიც იყენებენ უხამს სიტყვებს. 

გამოიყენეთ Moderation Assist

გვერდის კომენტარების მონიტორინგისთვის კიდევ მეტი დროის დაზოგვის მიზნით, გამოიყენეთ Meta’s Moderation Assist ინსტრუმენტი. ის მოქმედებს როგორც ვირტუალური მოდერატორი, იყენებს თქვენს მინიშნებებს იმ შინაარსის დასამალად, რომელიც არ გსურთ თქვენს გვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს ინსტრუმენტი ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალი გვერდების გამოცდილებისთვის.

თქვენს გვერდზე გახსენით professional dashboard, მარცხენა მენიუში აირჩიეთ Moderation Assist და დააწკაპუნეთ ღილაკზე Let’s Go დასაწყებად. Facebook ავტომატურად გვირჩევს კომენტარების დამალვას იმ მომხმარებლებისგან, რომლებსაც კავშირები არ ჰყავთ. თუ თქვენს გვერდს ჰყავს ბევრი მიმდევარი, რომლებიც ახალი არიან Facebook-ში ან რომლებიც არ არიან განსაკუთრებით აქტიური, შეგიძლიათ დააჭიროთ ამ რეკომენდაციის წაშლას.

ხელსაწყოს დაყენების შემდეგ, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მის აქტივობას და ნებისმიერ დროს შეიტანოთ ცვლილებები. დააწკაპუნეთ ფანქრის ხატულაზე ნებისმიერი კრიტერიუმის მარჯვნივ, რომ შეცვალოთ ან წაშალოთ იგი ხელსაწყოდან.

გადადით კომენტარიდან შეტყობინებაზე ავტომატურად

ეფექტური მოდერაცია მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ კომენტარების დამალვაა. განიხილეთ პროცესის ავტომატიზაცია Business Suite-ში.

გახსენით inbox და დააჭირეთ ავტომატიზაციას ზედა მარჯვენა კუთხეში. იპოვეთ Comment to Message და დააწკაპუნეთ რედაქტირებას პარამეტრების დასარეგულირებლად. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ავტომატურად უპასუხოთ კომენტარებს საჯაროდ, ამიტომ შეტყობინებით პასუხი თქვენი საუკეთესო ვარიანტია.

მაგალითად, თუ იცით, რომ მიიღებთ უამრავ კითხვას იმის შესახებ, თუ სად იყიდონ თქვენი პროდუქცია ან რა ღირს, შეგიძლიათ დააყენოთ მარტივი ჩეტბოტი, რომელიც აგზავნის შესაბამის ინფორმაციას DM-ებში.

Meta ხელსაწყოები Facebook რეკლამის მოდერაციისთვის

ფეისბუქის რეკლამებზე კომენტარების მოდერაცია შეიძლება რთული იყოს. ერთი მხრივ, პოზიტიურ ჩართულობას შეუძლია გააუმჯობესოს რეკლამის მიწოდება. მეორე მხრივ, უარყოფითმა კომენტარებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენი ბრენდის რეპუტაციას და შეაშინოს მომხმარებლები.

ვინაიდან Meta არ აძლევს რეკლამის განმთავსებლებს უფლებას საერთოდ გამორთონ რეკლამის კომენტარები, მნიშვნელოვანია მუდმივად აკონტროლოთ რეკლამის ჩართულობა. ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები დაგეხმარებათ არასასურველი კომენტარების თავიდან აცილებაში. ეს ეხება როგორც უხამს სიტყვებს, ისე სხვა დანარჩენ ფუნქციებს.

ინსტრუმენტები Facebook Live კომენტარების მოდერაციისთვის

Facebook Live-ის დროს კომენტარების მოდერაცია შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს, განსაკუთრებით თუ თქვენ მართავთ ღონისძიებას მარტო. სანამ პირდაპირ ეთერში გადახვალთ, შეცვალეთ კომენტარების პარამეტრები Live Producer-ში.

მარცხენა მენიუში გახსენით პარამეტრების მენიუ და აირჩიეთ კომენტარები. შეგიძლიათ, შეზღუდოთ კომენტარები ახალი მომხმარებლებისგან ან ადამიანებისგან, რომლებიც არ ადევნებენ თვალს თქვენს გვერდს. ასევე შეგიძლიათ, დაბლოკოთ კომენტარები, რომლებიც შეიცავს ბმულს. ამ პარამეტრის არჩევა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სხვა მომხმარებლების ან გვერდებისგან საკუთარი თავის პოპულარიზაცია. 

პოზიტიური, გააზრებული და კეთილგანწყობილი ჩართულობა შეიძლება წარმოუდგენლად სასარგებლო იყოს Facebook გვერდების გასაზრდელად და საზოგადოების შესაქმნელად. ამ მშობლიური Meta ინსტრუმენტებით, შეგიძლიათ წაშალოთ უარყოფითი ჩართულობა თქვენი ბიზნეს გვერდიდან და დაზოგოთ დრო პოსტებისა და კომენტარების განხილვისას.

როგორ გავაკეთოთ პროდუქტის რეკლამა თავად ამ პროდუქტის ჩვენების გარეშე?

რაჭის გზას თუ დაადგებით, „ჭრებალოს მარანს“ აუცილებლად უნდა ეწვიოთ